მანჩესტერ სიტი (საფეხბურთო კლუბი)

From Wikipedia, the free encyclopedia

მანჩესტერ სიტი (საფეხბურთო კლუბი)
Remove ads

მანჩესტერ სიტი (ინგლ. Manchester City F.C.) — ინგლისური საფეხბურთო კლუბი ქალაქ მანჩესტერიდან. კლუბი გამოდის პრემიერლიგაში. დაარსდა 1880 წელს.

ტერმინს „მანჩესტერი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მანჩესტერი (მრავალმნიშვნელოვანი).
სწრაფი ფაქტები სრული სახელი, მეტსახელი ...
Remove ads

ისტორია

თავდაპირველად დაფუძნდა „უესტ-გორტონ სენტ-მარკსის“ სახელწოდებით. 1887 წელს კლუბს „არდუიკი“ დაერქვა და სტადიონ „გაიდ როუდზე გადავიდა“. 1894 წელს კლუბმა ახლანდელი სახელწოდება „მანჩესტერ სიტი“ მიიღო.

ისტორიის განმავლობაში კლუბმა 3 სტადიონი გამოიცვალა: დაარსებიდან 1923 წლამდე „ქალაქელების“ საშინაო არენა „გაიდ როუდი“ იყო. 1923–2003 წლებში კი კლუბი საშინაო მატჩებს „მეინ როუდზე“ ატარებდა. 2002 წელს აშენდა სიტის ამჟამინდელი სტადიონი, „ეტიჰად სთეიდიუმი“. 2003 წლიდან კი კლუბის საშინაო არენაა. ეს სტადიონი 48 000-მდე გულშემატკივარს იტევს.

XX საუკუნეში „მანჩესტერ სიტი“ ქვეყნის ჩემპიონი ორჯერ გახდა (1936–37 და 1967–68 წლის სეზონებში), 1990-იან წლებში „მანჩესტერ სიტი“ სამჯერ ჩამოქვეითდა დაბალ დივიზიონებში, 1998-99 წელს კლუბი მეორე დივიზიონში გავარდა და 3 წლის შემდეგ 2002 წელს კლუბი უმაღლეს დივიზიონში დაბრუნდა. 2008 წელს კლუბი კომპანია „აბუ-დაბი იუნაიტედ ჯგუფმა“ შეიძინა. ამის შემდეგ კლუბში დიდი ინვესტიციები ჩაიდო, გუნდმა შეიძინა უამრავი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი.ფულის ხარჯვამ შედეგი 2011 წელს გამოიღო შედეგი, როდესაც „სიტიმ“ ასოციაციის თასი მოიგო. ასევე „ქალაქელები“ 2010-11 წლის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ. „სიტი“ პირველად ევროთასებზე 1973 წელს გავიდა, როდესაც ინგლისის სუპერთასი მოიგო. ასევე 2011 წლის 7 აგვისტოს „უემბლიზე“ ისინი დამარცხდნენ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ანგარიშით 2–3 . 2012 წლის 13 მაისს, კი „სიტიმ“ შეძლო და დრამატულ ბრძოლაში „ქუინზ პარკ რეინჯერსს“ 3:2 სძლია, „ქალაქელებმა“ მესამე გოლი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაიტანეს და 44 წლის შემდეგ კვლავ გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები.

2013–14 წლების სეზონში „მანჩესტერ სიტიმ“ ბრწყინვალედ ისარგებლა სეზონის მიწურულს დაწინაურებული „ლივერპულის“ უგერგილობით, რომელმაც სეზონის დასკვნით თამაშებში ვერ შეძლო მობილიზება და მეოთხედ მოიპოვა ინგლისის ჩემპიონის ტიტული.

კლუბის მთავარი მწვრთნელია ესპანელი პეპ გვარდიოლა.

Remove ads

მოთამაშეები

განახლდა: 17 ნოემბერი, 2023

მიმდინარე შემადგენლობა

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

მეტი ინფორმაცია №, პოზიცია ...
Remove ads

ტიტულები

ეროვნული ტურნირები

ინგლისის ჩემპიონატი

  • ჩემპიონი (10): 1936–37, 1967–68, 2011–12, 2013–14, 2017–18, 2018–19, 2020–21, 2021–22, 2022–23, 2023–24
  • ვიცე-ჩემპიონი (6): 1903–04, 1920–21, 1976–77, 2012–13, 2014–15, 2019–20

ინგლისის ასოციაციის თასი

  • თასის მფლობელი (7): 1903–04, 1933–34, 1955–56, 1968–69, 2010–11, 2018–19, 2022–23
  • ფინალისტი (5): 1925–26, 1932–33, 1954–55, 1980–81, 2012–13

ინგლისის ლიგის თასი

  • თასის მფლობელი (8): 1969–70, 1975–76, 2013–14, 2015–16, 2017–18, 2018–19, 2019–20, 2020–21
  • ფინალისტი (1): 1973–74

ინგლისის სუპერთასი

  • თასის მფლობელი (7): 1937, 1968, 1972, 2012, 2018, 2019, 2024
  • ფინალისტი (9): 1934, 1956, 1969, 1973, 2011, 2014, 2021, 2022, 2023

საერთაშორისო ტურნირები

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა
  • თასის მფლობელი (1): 2022–23
  • ფინალისტი (1): 2020–21

უეფა-ს თასების მფლობელთა თასი

  • თასის მფლობელი (1): 1970

წლის ფეხბურთელი

მეტი ინფორმაცია წელი, გამარჯვებული ...

ბიბლიოგრაფია

Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები

კომენტარები

  1. 1894 წლის 16 აპრილიდან ასპარეზობს „მანჩესტერ სიტის“ სახელით.

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads