პოლ ბეტანი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
პოლ ბეტანი (დ. 27 მაისი, 1971)[2] — ინგლისელ-ამერიკელი მსახიობი. იგი ცნობილია ჯარვისისა და ვიჟენის როლის შესრულებით მარველის კონოსამყაროს ფილმებში რკინის კაცი (2008), რკინის კაცი 2 (2010), შურისმაძიებლები (2012), რკინის კაცი 3 (2013), შურისმაძიებლები: ულტრონის ეპოქა (2015), კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი (2016) და შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი (2018), ასევე დისნეის + შოუში (სერიალი) ვანდავიჟენი (2021). მაყურებელის ყურადღების ცენტრში ის პირველად ბრიტანული ფილმის, განგსტერი ნომერი 1 (2000) მოექცა, ასევე რეჟისორ ბრაიან ჰელგელანდის ფილმში რაინდის ამბები (2001). მან მიიღო მონაწილეობა მრავალფეროვან ფილმებში, მათ შორის ბრწყინვალე გონება (2001), ოსტატი და მეთაური: მსოფლიოს შორეული მხარე (2003), დოგვილი (2003), უიმბლდონი (2004), და ვინჩის კოდი ( 2006), რკინის ზღვარი (2011) და სოლო: ვარსკვლევური ომების ამბავი (2018). ის განასახიერებს ალექსანერ ნიქსს ფილმში კემბრიჯის ანალიტიკური საზღვარი.[3]
იგი ნომინირებულია სხვადასხვა ჯილდოებზე, მათ შორის BAFTA ჯილდოზე მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის და კინომსახიობთა გილდიის პრემიაზე ფილმში სამსახიობო ჯგუფის საუკეთესო შესრულებისთვის. ბეთანი დაქორწინებულია ამერიკელ მსახიობ ჯენიფერ კონელზე, რომელთანაც მას ორი შვილი ჰყავს.
Remove ads
ადრეული წლები
პოლ ბეთანი დაიბადა ლონდონში, სასცენო მომღერლის, თეატრის მასწავლებელ და სცენის მენეჯერ ანის (ნიი ქეთლის) და მოცეკვავე, მსახიობის თანე ბეთანის ოჯახში. მისი გრაფინია სიფუ, ვესექსის გრაფინიაა.[4][5] ბეთანი კათოლიკედ აღიზარდა,[6][7] თუმცა გაზრდის შემდეგ ის რელიგიურად ნაკლებად ცხოვრობს.[8] მოგვიანებით იგი მამასთან ერთად დაესწრო მეთოდისტებისა და ინგლისის ეკლესიის კრებებს.[9] მოგვიანებით ბეთანი ათეისტი გახდა.[10] მამამისი ქვინსვუდის სკოლაში ასწავლიდა, ოჯახი კი ჰერტფორდშირში, კამპუსში ცხოვრობდა.[11]
როდესაც ბეთანი 16 წლის იყო, მისი ძმა მეთიუ გარდაიცვალა, ქვინსვუდის ჩოგბურთის პავილიონის სახურავიდან ბეტონზე ჩამოვარდნის შემდეგ.[12] მალევე ბეთანიმ მიატოვა სკოლა, სახლი დატოვა და ლონდონში ქუჩის შემსრულებელი გახდა.[13] ის ცხოვრობდა პატარა ბინაში და ფულს ქუჩაში გიტარაზე დაკვრით ირჩენდა.[13] მოგვიანებით მისი მშობლები დაშორდნენ.[14] ორი წლის შემდეგ მან იპოვა ახალი სამუშაო ხანდაზმულთა სახლში.[13] ერთი წლის განმავლობაში მუშაობის შემდეგ, ბეტანი ჩაირიცხა ლონდონის დრამატულ ცენტრში.[13] მას ჰქონდა დისლექსია.[15]
Remove ads
პირადი ცხოვრება
2003 წლის 1 იანვარს ბეტანი დაქორწინდა ამერიკელ მსახიობ ჯენიფერ კონელზე შოტლანდიაში; ისინი ერთმანეთს ბრწყინვალე გონების გადასაღებს მოედანზე შეხვდნენ.[16][17] ჯენიფერი იყო მისი ბავშვობის სიყვარული, როდესაც ის ფილმში ლაბირინთი ნახა.[18] 11 სექტემბრის თავდასხმებმა მას მოტივაცია მისცა თავის გრძნობებში გამომტყდარიყო და ორი დღის შემდეგ გოგონას მასთან კონტაქტი შესთავაზა.[19] ისინი ტრიბეკაში ცხოვრების შემდეგ ბრუკლინ ჰაიტსში გადავიდნენ საცხოვრებლად.[20] წყვილს ასევე ჰყავს ორი შვილი, 2003 წელს დაბადებული ვაჟი სტელანი (მას სახელი მისი მეგობრის, შვედი მსახიობის სტელან სკაშგორდის პატივსაცემად დაარქვეს) და ქალიშვილი, აგნეს ლარკი, რომელიც 2011 წელს დაიბადა.[21][22][23]
2020 წელს ბეთანიასა და მის ახლო მეგობარს, მსახიობ ჯონი დეპს შორის მიმოწერა დეპის სასამართლო პროცესზე ცილისწამების საწინააღმდეგოდ იქნა გამოყენებული. დეპმა გაზეთ ,,სანს" ცოლზე მოძალადის სახელწოდებით მოხსენიებითვის უჩივლა 2018 წელს.[25][26][27] 2016 წელს ბეთანიმ დაიცვა დეპი ბრალდებებისაგან, რომ მან ბოროტად გამოიყენა ჰერდი და თქვა: ,,ის არის ყველაზე ტკბილი, კეთილი, ნაზი ადამიანი, რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ".[28]
Remove ads
ფილმოგრაფია
ფილმი
სერიალი
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads