პონტოს მთები
მთათა სისტემა თურქეთის ჩრდილოეთში, მდინარე იეშილ-ირმაქის შესართავიდან მდინარე ჭოროხის შესართ From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
პონტოს მთები, ჩრდილო ანატოლიის მთები (თურქ. Kuzey Anadolu Dağları) — მთათა სისტემა თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილში. გადაჭიმულია შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ, მდინარე იეშილ-ირმაქის შესართავიდან მდინარე ჭოროხის შესართავამდე. სიგრძე დაახლოებით 1000 კმ, სიგანე 303 კმ. აერთიანებს დასავლეთ პონტოს მთებს, ჯანიქის მთებსა და აღმოსავლეთ პონტოს მთებს. შედგება გასწვრივი ხეობებითა და მთათაშუა ქვაბულებით გაყოფილი რამდენიმე პარალელური ქედისაგან, რომლებიც გაკვეთილია ყიზილ-ირმაქის, იეშილ-ირმაქისა და სხვა ხეობებით.
ცნობილი რუსი კარტოგრაფი იერონიმ სტებნიცკი XIX საუკუნეში პონტოს მთებზე წერდა, რომ პონტოს ქედი ესაა იმ მთების ერთობლიობა, რომელიც აზიდულია მდინარე ჭოროხის შავ ზღვაში ჩადინების ადგილიდან და გადაჭიმულია ვიდრე მდინარე იეშილ-ირმაკის შავ ზღვაში შერთვამდე[კ 1].
Remove ads
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 158.
კომენტარები
Remove ads
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads