ჟან რასინი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ჟან ბატისტ რასინი (ფრანგ. Jean-Baptiste Racine; დ. 21 დეკემბერი, 1639 — გ. 21 აპრილი, 1699) — XVII საუკუნის ფრანგი დრამატურგი. ავტორი ტრაგედიებისა „ანდრომაქე“, „ბრიტანიკი“, „იფიგენია“.
Remove ads
ბიოგრაფია
რასინი დაიბადა 1639 წლის 21 დეკემბერს გადასახადების ჩინოვნიკის — ჟან რასინის (1615–1643 წწ.) ოჯახში. 1641 წელს მეორე მშობიარობას გადაყვა რასინის დედა. ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა მამაც და პატარა ჟანი ბებიის ხელში რჩება.
1649 წელს ჟან-ბატისტი აბარებს ბოვეს სკოლაში. 1660 წელს გაიცნობს ჟან ლაფონტენს, მოლიერსა და ბუალოს. 1661 წელს გადადის საცხოვრებლად ბიძასთან.
შემდეგი ორი წელი რასინი დაუახლოვდა სამეფო კარს, მოიპოვა რა ლუი XIV-ის საყვარლის — მადამ დე მონტესპანის მფარველობა.
დრამატურგი გარდაიცვალა 1699 წლის 21 აპრილს. დაკრძალულია პარიზში, სენტ-ეტიენ-დიუ-მონტის ეკლესიის სასაფლაოზე.
Remove ads
შემოქმედება
რასინი, როგორც კლასიკური ტრადიციის მემკვიდრე, თემებს იღებდა ისტორიიდან და ანტიკური მითოლოგიიდან. მის დრამებს, როგორც წესი, ნეოკლასიკურ ტრაგედიებს მიაკუთვნებენ, რადგან დაცულია ხუთი მოქმედების წესი და ადგილისა და დროის ერთიანობა.
თავის პიესებში რასინი საშუალოდ 4 000 სიტყვას იყენებდა (შედარებისთვის, შექსპირი 30 000 სიტყვამდე იყენებდა).[21].
პიესები
- 1663 — დიდება მუზებს
- 1664 — თებე, ანუ მოძმე-მტრები
- 1665 — ალექსანდრე დიდი
- 1667 — ანდრომაქე
- 1668 — მოსარჩელენი
- 1669 — ბრიტანიკი
- 1670 — ბერენიკე
- 1672 — ბაიაზეტი
- 1673 — მითრიდატე
- 1674 — იფიგენია
- 1677 — ფედრა
- 1689 — ესთერი
- 1691 — ატალია
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
- რასინის ბიოგრაფია
- ჯან ბატისტ რასინი // ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონი : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads