საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი 1969

From Wikipedia, the free encyclopedia

Remove ads

საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი 1969საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის 31-ე გათამაშება. გამარჯვებული გახდა მოსკოვის „სპარტაკი“, მეორე ადგილზე გავიდა კიევის „დინამო“, მესამეზე – თბილისის „დინამო“. დაიწყო 4 აპრილს და დასრულდა 21 ოქტომბერს.

სწრაფი ფაქტები

სატურნირო კალენდრის განტვირთვის მიზნით — 1968 წლის საკავშირო პირველობის მონაწილე თითოეულ გუნდს 38 შეხვედრის გამართვა მოუწია — მიღებული იქნა ჩემპიონატის ორ ეტაპად ჩატარების გადაწყვეტილება. პირველ ეტაპზე შეჯიბრების მონაწილე ოცივე კლუბი ორ ქვეჯგუფში განთავსდა, რომელთაც ორწრიანი ტურნირი გამართეს.

გუნდებმა, რომელთაც თავიანთ ქვეჯგუფებში პირველი შვიდი ადგილი დაიკავეს, პირველობის მეორე ეტაპზე მედლებისთვის განაგრძეს ბრძოლა. ამასთან, ქვეჯგუფებში 8–10 ადგილებზე გასულ გუნდებთან დაგროვილი ქულები მათ ანგარიშში აღარ ეთვლებოდათ, ხოლო პირველი ეტაპის აუტსაიდერებს მათ მიერ მოპოვებული ქულები უნარჩუნდებოდათ.

გათამაშების ამგვარი სისტემა მაშინვე მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცა. საშუალო შედეგიანობის მაჩვენებლით (2,06 გოლი მატჩში) ჩემპიონატმა ბოლოდან მესამე ადგილი დაიკავა საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში.

ამაზე ნაკლები მაჩვენებელი დაფიქსირდა მხოლოდ 1964 (1,99) და 1977 (2,03) წლების გათამაშებაზე. მატჩების თითქმის 40% (326 მატჩიდან — 127) ნულოვანი ფრით (44) ან მინიმალური აგარიშით 1–0 (83) დასრულდა. საშუალო დასწრება (27 500 მაყურებელი) 1968 წელთან შედარებით 1 500 ერთეულით, ხოლო 1965 წელთან შედარებით 6 500 ერთეულით დაეცა.

Remove ads

წინასწარი ეტაპი

პირველი ქვეჯგუფი

მეტი ინფორმაცია ა, გუნდი ...

მეორე ქვეჯგუფი

მეტი ინფორმაცია ა, გუნდი ...
Remove ads

ფინალური ეტაპი

კლასი „А“, პირველი ჯგუფი: ცხრილი

1-14 ადგილებისათვის
15-20 ადგილებისათვის
მეტი ინფორმაცია ა, გუნდი ...
Remove ads

ჩემპიონი

მეტი ინფორმაცია 1969 წლის სსრ კავშირის ჩემპიონი ...

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads