სამსარა

From Wikipedia, the free encyclopedia

სამსარა
Remove ads

სამსარა (სანსარა) (სანსკრ. संसार) — ინდურ რელიგიებში (ინდუიზმი, ბუდიზმი, ჯაინიზმი) ღმერთის, ადამიანის თუ ცხოველის ახლად შობა მარადიულ წრებრუნვაში, რაც ტანჯვასთან არის დაკავშირებული, ვიდრე აქტიურად მოქმედებს კარმანი (სანსკრ. „საქმე“, მოქმედების სუბსტანცია). ინდივიდს შეუძლია სამსარადან გათავისუფლება ყველა ჩვეული კავშირის, ლტოლვისა და სასურველი წარმოდგენის უარყოფით, აგრეთვე სპეციალური ცოდნით, რის შედეგადაც მიიღწევა ჩაქრობის მდგომარეობა, რომელსაც ინდუისტები მოკშას, ხოლო ბუდისტები ნირვანას უწოდებენ. სამსარა დაკავშირებულია სულთა გადასახლებასთან, რასაც ინდური რელიგიები სხვადასხვაგვარად ხსნიან.

Thumb
ტრადიციული ტიბეტური მხატვრობა (თანგკა), გამოსახულია ბჰავაჩაკრა და სამსარას სამეფოები
სწრაფი ფაქტები რწმენა და პრაქტიკა, მწერლობა ...
Remove ads

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ა. გელოვანი, „მითოლოგიური ლექსიკონი“. გვ. 439.

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads