ტოკიო ჰოტელი

From Wikipedia, the free encyclopedia

ტოკიო ჰოტელი
Remove ads

ტოკიო ჰოტელი (გერმ. Tokio Hotel) — გერმანული პოპ როკ-ჯგუფი, დაარსებული 2001 წელს.

სწრაფი ფაქტები ტოკიო ჰოტელი, ბიოგრაფია ...
Remove ads

ისტორია

დაარსება

ტოკიო ჰოტელი დაარსდა ტყუპი ძმების ვოკალისტ ბილ კაულიცის და გიტარისტ ტომ კაულიცის, ასევე დრამერ გუსტავ შეფერისა და ბას–გიტარისტ გეორგ ლისტინგის მიერ. ოთხეული ერთმანეთს შეხვდა 2001 წელს მაგდებურგის კლუბში გამართულ შოუზე, სადაც ლისტინგი და შეფერი, რომლებიც ერთმანეთს იცნობდნენ მუსიკალური სკოლიდან, დაესწრნენ ბილი და ტომი კაულიცის გამოსვლას.[1] მათ მალე დაიწყეს გამოსვლები კონცერტებსა და შოუებზე დევილიშის სახელით.[2] მას შემდეგ, რაც ბილ კაულიცმა 2003 წელს მონაწილეობა მიიღო პროექტში „ბავშვი ვარსკვლავების ძიება“ 13 წლის ასაკში, ის აღმოაჩინა პროდიუსერმა პეტერ ჰოფმანმა. ამის შემდეგ გუნდმა სახელი შეიცვალა, როგორც "ტოკიო ჰოტელი". (ტოკიო - იაპონური ქალაქის პატივსაცემად, ჰოტელი კი, რადგან ისინი ყოველთვის მოგზაურობის დროს ჩერდებოდნენ სასტუმროში)[1] ცოტა ხნის შემდეგ, რაც Sony BMG-მ მათთან გააფორმა კონტრაქტი, ჰოფმანმა დაიქირავა დევიდ იოსთი და პეტ ბენზნერი გუნდში, როგორც creators and authors.

პირველი ალბომის სიმღერების უმეტესობა დაწერა ჰოფმანმა, იოსთმა და ბენზნერმა. მხოლოდ, ერთადერთი სიმღერა "Unendlichkeit" დაწერა ტოკიო ჰოტელის ოთხეულმა. ცოტა ხნით ადრე, სანამ ისინი გამოუშვებდნენ პირველ ალბომს, Sony BMG-მ გააუქმა კონტრაქტი ტოკიო ჰოტელის ბიჭებთან. 2005 წელს იუნივერსალ მიუზიკ გრუპმა გააფორმა ტოკიო ჰოტელთან კონტრაქტი და მათ შეიმუშავეს მარკეტინგული გეგმა.

კარიერის დასაწყისი

2005 წლის აგვისტოში "ტოკიო ჰოტელის" სადებიუტო სინგლმა «მონსუნში გავლით» («Durch den Monsun») გამოსვლის პირველსავე კვირაში გერმანიისა და ავსტრიის მუსიკალურ ჩარტებში №1 ადგილი დაიკავა. 2005 წლის სექტემბერში ბენდის სადებიუტო ალბომიც - «ყვირილი» («Schrei») - ამ ქვეყნების ჩარტების პირველ ათეულში მოხვდა. ბიჭები ახლა მათ მომდევნო ალბომზე მუშაობენ, რომელიც 2009 წლის 6 ოქტომბერს გამოვა. ალბომის სახელწოდებაა "ჰუმანოიდი" (Humanoid).

Remove ads

დისკოგრაფია

სტუდიური ალბომები
  • Schrei (2005)
  • Zimmer 483 (2007)
  • Humanoid (2009)
  • Kings of Suburbia (2014)
  • Dream Machine (2017)

ჯილდოები

2005
მეტი ინფორმაცია კატეგორია, ჯილდო ...
2006
მეტი ინფორმაცია კატეგორია, ჯილდო ...
2007
მეტი ინფორმაცია კატეგორია, ჯილდო ...
2008
მეტი ინფორმაცია კატეგორია, ჯილდო ...
2009
მეტი ინფორმაცია კატეგორია, ჯილდო ...
2010
მეტი ინფორმაცია კატეგორია, ჯილდო ...
2011
მეტი ინფორმაცია კატეგორია, ჯილდო ...
2012
მეტი ინფორმაცია კატეგორია, ჯილდო ...
2013
მეტი ინფორმაცია კატეგორია, ჯილდო ...
2014
მეტი ინფორმაცია კატეგორია, ჯილდო ...
2015
მეტი ინფორმაცია კატეგორია, ჯილდო ...
Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads