ტონი რიჩარდსონი

From Wikipedia, the free encyclopedia

Remove ads

სესილ ანტონიო „ტონი“ რიჩარდსონი (ინგლ. Cecil Antonio "Tony" Richardson; ცნობილი, როგორც ტონი რიჩარდსონი; დ. 5 ივნისი, 1928, შიპლი, ინგლისი — გ. 14 ნოემბერი, 1991, ლოს-ანჯელესი, აშშ) — ინგლისელი თეატრისა და კინოს რეჟისორი, რომლის ექსპერიმენტატორულმა ნამუშევრებმა ხელი შეუწყო 1950-იანების ინგლისის თეატრის განვითარებას. აგრეთვე ცნობილია თავისი კინო-ადაპტაციებისთვის. მოგებული აქვს ორი ოსკარი რეჟისორისა და პროდუსერის როლში, ფილმისთვის „ტომ ჯოუნსი“ (1963).

სწრაფი ფაქტები ტონი რიჩარდსონი, დაიბადა ...
Remove ads

ადრეული ცხოვრება

რიჩარდსონი 1928 წლის 5 ივნისს შიპლიში, იორკშირში (ინგლისი) დაიბადა. იგი ესლი ევანსისა და კლერენს ალბერტ რიჩარდსონის შვილია.

რიჩარდსონი უედჰემის კოლეჯში, ოქსფორდში სწავლობდა.

კარიერა

1953 წელს, უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდგომ, სადაც ის დრამის წრის აქტიური წევრი იყო, რიჩარდსონმა BBC-ში რეჟისორად დაიწყო მუშაობა. [1]

რიჩარდსონი „ბრიტანული ახალი ტალღის“ ერთ-ერთი წევრი იყო. მან დიდი გავლენა მოახდინა ბრიტანული თეატრის ჩამოყალიბებაში. რიჩარდსონმა ჯონ ოსბორნის პიესა, „მიიხედე უკან განრისხებულმა“ , ნიუ-ჩელსის თეატრში დადგა.

1959 წელს, დრამატურგ ჯონ ოსბორნთან და პროდუსერ ჰარი სალცმანთან ერთად, რიჩარდსონმა Woodfall Film Productions დააარსა. კომპანიის დებიუტი 1959 წელს ტონი რიჩარდსონის მიერ გადაღებული ფილმით შედგა, სახელწოდებით, „მიიხედე უკან განრისხებულმა“, რომელიც ჯონ ოსბორნის პიესაზეა დაფუძნებული. იგი რიჩარდსონის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია.

რიჩარსდონმა სიკვდილამდე დადგა 36 სპექტაკლი, გადაიღო 20 ფილმი და 44 სატელევიზიო დრამა.

რიჩარდსონის ფილმებში ხშირად ჩნდება კრიტიკა ბრიტანული კლასობრივი სისტემისა და ამერიკული კაპიტალიზმის მიმართ.[2] მისი თითქმის ყველა ფილმი სხვადასხვა ჟანრისაა, რაც რეჟისორის ექსპერიმენტატორულ ბუნებაზე მიუთითებს.[2]

რიჩარდსონის ადრეულ ფილმებს ხშირად ახასიათებენ, როგორც 1950-იანების ბრიტანული მეინსტრიმული კინოს წინააღმდეგ შექმნილ ნამუშევრებს. ბრიტანული მეინსტრიმი შემოსაზღვრული იყო მხოლოდ კლასიკით, ან მდიდარი ფენით. მუშათა კლასი მხოლოდ მეორეხარისხოვან პერსონაჟებად ჩნდებოდა. რიჩარდსონი ამის წინააღმდეგი იყო.

„მე უბრალოდ მიყვარს ფილმების გადაღება“ - უთხრა რიჩარდსონმა ნიუ-იორკ თაიმსს 1982 წლის ინტერვიუში, - „მიყვარს გადაღებებზე ცხოვრება. ერთხელ, თვითმფრინავში ალფრედ ჰიჩკოკის გვერდით ვიჯექი და მან მითხრა, რომ რადგან თავიდანვე ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდა, მისთვის ფილმის გადაღება რაღაც ანტიკლიმაქსის მსგავსი იყო.“

Thumb
კედელზე დაკიდული ფირფიტა რიჩარდსონის სახლ-მუზეუმში

მაგრამ რიჩარდსონს განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა:

„შეიძლება, საკმარისად ჭკვიანი არ ვარ იმისთვის, რომ ყველაფერი თავიდანვე დავგეგმო. მჭირდება, რომ იქ ვიყო, გადასაღებ მოედანზე, მსახიობებს ველაპარაკო. ჩემთვის სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაღებისას.“[3]

რიჩარდსონს ბევრ ცნობილ მსახიობთან უმუშავია, როგორებიც არიან ჟანა მორო, ორსონ უელსი, რობ ლოვი, მილტონ ბერლი, ტრევორ ჰოვარდი, დევიდ ჰემინგსი, ნიკოლ უილიამსონი, ტომ კორტნი, მერიენ ფეიტფული, ჯოდი ფოსტერი, ენტონი ჰოპკინსი, კატრინ ჰეპბერნი და სხვ.

Remove ads

პირადი ცხოვრება

რიჩარდსონი 1962 წლიდან 1967 წლამდე ინგლისელ მსახიობ ვანესა რედგრეივზე იყო დაქორწინებული. წყვილს ორი ქალიშვილი, ნატაშა და ჯოელი შეეძინათ.

გარდაცვალება

ტონი რიჩარდსონი ბისექსუალი იყო. იგი 1991 წელს აივ ინფექციის გართულებით გარდაიცვალა.[4]

ფილმოგრაფია

სრულმეტრაჟიანი ფილმები

მეტი ინფორმაცია წელი, ქართულად ...
Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads