BBC
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
BBC (ინგლ. The British Broadcasting Corporation; ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია) — მსოფლიოში უმსხვილესი სამაუწყებლო კორპორაცია 20,950-მდე თანამშრომლით მსოფლიოში[1] და 4 მილიარდი გირვანქა სტერლინგი წლიური ბიუჯეტით. შტაბ-ბინა მდებარეობს ლონდონში, დიდი ბრიტანეთი.
დაარსდა 1922 წელს, როგორც შპს ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია. 1927 წელს ის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, მაგრამ დამოუკიდებელი კორპორაცია გახდა. კორპორაცია ქმნის პროგრამებს, ამზადებს საინფორმაციო გამოშვებებს და გადასცემს მათ ტელევიზიის, რადიოსა და ინტერნეტის საშუალებით. BBC-ის თავისი მისია შემდეგნაირად აქვს ჩამოყალიბებული: „ინფორმაციის მიწოდება, განათლება და გართობა“.
2025 წლის დეკემბერში BBC-ის გამოძიებამ დაადგინა, რომ 2024-2025 წლების თბილისის საპროტესტო აქციების დროს ქართველმა სამართალდამცავებმა მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს შექმნილი ცრემლმდენი გაზი, ბრომბენზილ ციანიდი (ასევე ცნობილია სამხედრო სახელით „კამიტი“ (CA) გამოიყენეს.[2]
Remove ads
სქოლიო
რესურსები ინტერნეტში
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads
