ტრაპიზონის პროვინცია
თურქეთის პროვინცია From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ტრაპიზონის პროვინცია (თურქ. Trabzon ili) – პროვინცია (ილი) ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, შავი ზღვის რეგიონში. ადმინისტრაციული ცენტრი – ქალაქი ტრაბზონი. მოიცავს 18 რაიონს.
Remove ads
გეოგრაფია
ტრაპიზონის პროვინცია მოქცეულია ჩრდილოეთით შავ ზღვასა (114 კილომეტრიანი სანაპირო) და სამხრეთით ჭანეთის ქედს შორის. პროვინციას აღმოსავლეთით ესაზღვრება რიზე, სამხრეთით – გუმუშჰანესა და ბაიბურთის პროვინციები, ხოლო დასავლეთით გირესუნის პროვინცია. პროვინციის ფართობია 4685 კმ² მისი 22.4 % დაბლობია, ხოლო 77.6 % გორაკ-ბორცვიანი. პროვინციაში მიედინება მდინარეები დერიმენდერე, იანბოლუ, შურმენე, ფოლი, იიდერე, კოჰა, ბალთაჯი, სოლაკლი, კარადერე. პროვინციაში არის ტბები: უზუნგოლი, ჩაკირგოლი, სერა გოლუ.
Remove ads
მოსახლეობა
მოსახლეობა 763 714 ადამიანი (2010): ცხოვრობენ თურქები, ლაზები, პონტოელი ბერძნები. უდიდესი ქალაქებია: ტრაბზონი (215 ათ. ადამიანი, 2000), ქემალიე.
პროვინციის მოსახლეობა, გარდა ურბანულისა, ძლიერ ტრადიციულია, რაც გულისხმობს გენდერული როლების ტრადიციულ განაწილებას, სოციალურ კონსერვატიზმს, სტუმარმასპინძლობის ძლიერ ტრადიციას, შრომისმოყვარეობას, ძლიერ ოჯახურ და ნათესაურ კავშირებს. შავი ზღვის რეგიონის მოსახლეობა ასევე ცნობილია მახვილგონიერებითა და იუმორის გრძნობით.
Remove ads
ღირსშესანიშნაობები
ტრაპიზონის პროვინციის მთავარი ღირსშესანიშნაობები არის სუმელას მონასტერი და უზუნგელის ტბა. სუმელას მონასტერი მდებარეობს ქალაქ ტრაპიზონიდან სამხრეთით, 50 კილომეტრზე. ის აგებულია სალ კლდეზე ხედით მწვანე ტყისკენ.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads