ტრაპიზონის პროვინცია

თურქეთის პროვინცია From Wikipedia, the free encyclopedia

ტრაპიზონის პროვინცია
Remove ads

ტრაპიზონის პროვინცია (თურქ. Trabzon ili) – პროვინცია (ილი) ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, შავი ზღვის რეგიონში. ადმინისტრაციული ცენტრი – ქალაქი ტრაბზონი. მოიცავს 18 რაიონს.

სწრაფი ფაქტები ადმინისტრაციული ერთეული, ქვეყანა ...
Remove ads

გეოგრაფია

ტრაპიზონის პროვინცია მოქცეულია ჩრდილოეთით შავ ზღვასა (114 კილომეტრიანი სანაპირო) და სამხრეთით ჭანეთის ქედს შორის. პროვინციას აღმოსავლეთით ესაზღვრება რიზე, სამხრეთით – გუმუშჰანესა და ბაიბურთის პროვინციები, ხოლო დასავლეთით გირესუნის პროვინცია. პროვინციის ფართობია 4685 კმ² მისი 22.4 % დაბლობია, ხოლო 77.6 % გორაკ-ბორცვიანი. პროვინციაში მიედინება მდინარეები დერიმენდერე, იანბოლუ, შურმენე, ფოლი, იიდერე, კოჰა, ბალთაჯი, სოლაკლი, კარადერე. პროვინციაში არის ტბები: უზუნგოლი, ჩაკირგოლი, სერა გოლუ.

Remove ads

მოსახლეობა

მოსახლეობა 763 714 ადამიანი (2010): ცხოვრობენ თურქები, ლაზები, პონტოელი ბერძნები. უდიდესი ქალაქებია: ტრაბზონი (215 ათ. ადამიანი, 2000), ქემალიე.

მეტი ინფორმაცია მოსახლეობა ...


პროვინციის მოსახლეობა, გარდა ურბანულისა, ძლიერ ტრადიციულია, რაც გულისხმობს გენდერული როლების ტრადიციულ განაწილებას, სოციალურ კონსერვატიზმს, სტუმარმასპინძლობის ძლიერ ტრადიციას, შრომისმოყვარეობას, ძლიერ ოჯახურ და ნათესაურ კავშირებს. შავი ზღვის რეგიონის მოსახლეობა ასევე ცნობილია მახვილგონიერებითა და იუმორის გრძნობით.

Remove ads

ღირსშესანიშნაობები

ტრაპიზონის პროვინციის მთავარი ღირსშესანიშნაობები არის სუმელას მონასტერი და უზუნგელის ტბა. სუმელას მონასტერი მდებარეობს ქალაქ ტრაპიზონიდან სამხრეთით, 50 კილომეტრზე. ის აგებულია სალ კლდეზე ხედით მწვანე ტყისკენ.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads