უდო ლატეკი

From Wikipedia, the free encyclopedia

უდო ლატეკი
Remove ads

უდო ლატეკი (გერმ. Udo Lattek; დ. 16 იანვარი, 1935, ზენსბერგი, აღმოსავლეთი პრუსია, პოლონეთი — გ. 1 თებერვალი, 2015, კიოლნი, გერმანია) — გერმანელი სპორტსმენი, სპორტული კომენტატორი.

Thumb
უდო ლატეკი

ლატეკი იყო მსოფლიოს ერთ-ერთი ტიტულოვანი საკლუბო მწვრთნელი. გერმანიის და მიუნხენის ბაიერნის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი. ლატეკი პირველი მწვრთნელი იყო, რომელმაც მოიგო უეფას ჩემპიონთა თასი, უეფას თასი და თასების მფლობელთა თასი. იტალიელ ჯოვანი ტრაპატონისთან ერთად იყო ის მწვრთნელი ვინც მოიპოვა ევროპის სამივე მთავარი თასი და ერთადერთი ვინც ეს სამ სხვადასხვა კლუბთან ერთად გააკეთა.

ლატეკმა 1974 წელს მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთად მოიგო ჩემპიონთა თასი. 1979 წელს მენხენგლადბახის „ბორუსიას“ მოაგებინა უეფას თასი, ხოლო 1982 წელს „ბარსელონასთან“ ერთად მოიგო თასების მფლობელთა თასი.

როგორც „ბაიერნისა“ და „მენხენგლადბახის“ მწვრთნელმა რვაჯერ მოიგო ბუნდესლიგა და სამჯერ გერმანიის თასი. სხვადასხვა დროს ასევე წვრთნიდა „კიოლნს“, „შალკე 04სა“ და „დორტმუნდს“, რომელიც ბუნდესლიგიდან გავარდნისგან გადაარჩინა.

უდო ლატეკი გარდაიცვალა 2015 წლის 1 თებერვალს, 80 წლის ასაკში[1].

Remove ads

მწვრთნელის კარიერა

მეტი ინფორმაცია პერიოდი, კლუბი ...
Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads