უვე ზეელერი
გერმანელი ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
უვე ზეელერი (გერმ. Uwe Seeler; დ. 5 ნოემბერი, 1936, ჰამბურგი, მესამე რაიხი — გ. 21 ივლისი, 2022, ნორდერშტედტი, გერმანია) — გერმანელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. იცავდა „ჰამბურგისა“ და გფრ-ს ეროვნული ნაკრების ღირსებას. 1966 წლის ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლისა და 1970 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გფრ-ს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. შვედეთის 1958 წლის და ჩილეს 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე. ითვლება გერმანიის ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 44-ე ადგილზე დასახელდა.[1][2][3][4][5][6]
Remove ads
1954–1970 წლებში გფრ-ს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 72 შეხვედრას ატარებს და 43 ბურთი გააქვს.[7]
სანაკრებო სტატისტიკა
ზეელერმა მსოფლიო ჩემპიონატების 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 9 გოლი გაიტანა.[8]
მიღწევები
საკლუბო
- ჩემპიონი: 1960
- ვიცე-ჩემპიონი: 1957, 1958
- თასის მფლობელი: 1963
- ფინალისტი: 1956, 1967
- ფინალისტი: 1968
სანაკრებო
ინდივიდუალური
- ევროპის წლის მესამე საუკეთესო ფეხბურთელი: 1960
- გერმანიის წლის ფეხბურთელი: 1960, 1964, 1970
- ფიფა-ს თერთმეტეული: 1963
- გფრ-ს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: 1964
- მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების წევრი: 1966[9]
- ბუნდესლიგის წლის სიმბოლური ნაკრების წევრი: 1969–70
- ფიფა-ს ასეული (FIFA 100): 2004[10][11][12][13][14]
- გერმანიის სპორტის დიდების დარბაზის წევრი
- ჰამბურგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: 523 გოლი
ლიტერატურა
- Seeler, Uwe (2003). Danke, Fußball! – Mein Leben. Reinbek: Rowohlt-Verlag. ISBN 3498-06375-8
- Becker, Robert (1964). Uwe Seeler und seine goldenen Tore. München: Copress. ISBN 3-7679-0363-6
- გოდუაძე, ლაშა (2010). მსოფლიო თასის ისტორია (1930–2010). თბ.: გაზეთი „მსოფლიო სპორტი“.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads