ფარენჰაიტი

From Wikipedia, the free encyclopedia

ფარენჰაიტი
Remove ads

ფარენჰაიტი (აღნიშვნა: °F) — ტემპერატურის საზომი ერთეული, რომელიც 1724 წელს შეიქმნა გერმანელი ფიზიკოს დანიელ გაბრიელ ფარენჰაიტის (1686 - 1736) მიერ. დღეს დღეისობით იგი ბევრ ქვეყანაში ჩანაცვლებულია სხვა ტემპერატურის საზომით რომელსაც ცელსიუსი ეწოდება. იგი მაინც გამოიყენება რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად აშშ-ში და ბელიზი-ში.

Thumb
სახლის თერმომეტრი, რომელზეც დატანილია როგორც ფარენჰაიტის, ასევე ცელსიუსის სკალა.
Thumb
  ქვეყნები, რომლებიც იყენებენ ფარენჰაიტს.
  ქვეყნები, რომლებიც იყენებენ ორივეს, ფარენჰაიტსაც და ცელსიუსსაც.
  ქვეყნები, რომლებიც იყენებენ ცელსიუსს.

ფარენჰაიტის შკალის მიხედვით წყალი იყინება +32 გრადუსზე და დუღს +212 გრადუსზე (სტანდარტული ატმოსფერული წნევის) პირობებში. ნული გრადუსი განსაზღვრულია თერმომეტრის მოთავსებით ხსნარში, რომელიც შედგება ყინულის, წყლის და ამონიუმის ქლორიდისგან ანუ მარილისგან. ეს ხსნარი ავტომატურად დადის თავის ბუნებრივ ტემპერატურაზე, რომელიც მიღებულია როგორც 0 გრადუსი ფარენჰაიტის შკალაზე. 96 გრადუსი ფარენჰაიტის მიერ განსაზღვრულ იქნა როგორც ადამიანის ბუნებრივი ტემპერატურა. ფარენჰაიტმა შენიშნა, რომ ამ შემთხვევაში ვერცხლისწყალი დუღს 600 გრადუსზე. თუმცა დღეისთვის ადამიანის ბუნებრივი ტემპერატურა მიღებულია რომ არის 98,6. მოგვიანებით ფარენჰაიტის ნაშრომებში მცირე ცვლილება შეიტანეს რადგან წყლის დუღილის ტემპერატურა, ყინულად ქცევის ტემპერატურაზე ზუსტად 180 გრადუსით მეტი გამოსულიყო.

Remove ads

ტემპერატურების გადაყვანის ტაბულა

ცელსიუსი
კელვინი
ფარენჰაიტი
რანკინი
რიომერი
გრადუს ნიუტონი
დელილი
რეომიური

ლიტერატურა

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads