ქართული დამატება (უნიკოდის ჯგუფი)
უნიკოდის ასონიშნების ჯგუფი From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ქართული დამატება — ჯგუფი უნიკოდში, რომელშიც წარმოდგენილია სასულიერო ხასიათის ტექსტებისთვის განკუთვნილი (ძველქართული) ასონიშნები სახელწოდებით ნუსხური. საეკლესიო ე.წ. ხუცური დაწერილობის სრულყოფილად გამოყენებისთვის საჭირო, ნუსხურის შესაბამისი დიდი, ანუ ასომთავრული ნიშნები, მოცემულია ჯგუფში ქართული.
ნუსხური ასონიშნების მისი წინამორბედი მრგლოვანი ასონიშნებისგან განცალკევებულად დამატების მიზეზია 90-იან წლებში უნიკოდსა და ქართულ მხარეს შორის არასაკმარისი კომუნიკაცია. სრული ინფორმაციის არქონის გამო უნიკოდის კონსორციუმში გადაწყდა, რომ ლათინურისა თუ ბერძნულის მსგავსად ქართულ ჯგუფში წარმოდგენილი მხოლოდ უნდა ყოფილიყო ქვაზე კვეთისას გამოყენებული ასომთავრულის დიდი სიმბოლოებისა და ხელწერის განვითარების შედეგად ჩამოყალიბებული მხედრულის პატარა ასონიშნების წყვილი — ხოლო ნუსხური მიიჩნიეს მხედრულის შემნაცვლებლად და მისთვის ცხრილში გამოსაყოფი ადგილი აღარ დაუტოვებიათ.[3]
ათი წლის დაგვიანებით, როცა ქართულმა მხარემ მიმართა კონსორციუმს ნუსხურის ასახვის მოთხოვნით და წარუდგინა დასაბუთება, რომ მხედრულის სანაცვლოდ არასდროს გამოიყენებოდა და დამოუკიდებელ სახეობას წარმოადგენდა, ასომთავრული-მხედრულის ჯგუფის მომდევნო ადგილები უკვე დაკავებული იყო სხვა დამწერლობების ასონიშნებით და ამიტომ საჭირო გახდა ცალკე სივრცის გამოყოფა.
აღსანიშნავია, რომ დაზუსტებული ინფორმაციის საფუძველზე, უნიკოდში თავდაპირველად ასახული ასომთავრული და მოგვიანებით დამატებული ნუსხური განისაზღვრა ძველქართული ბიკამერული ხუცური დამწერლობის დიდ და პატარა ასონიშნებად, შედეგად, ციფრულ პროგრამებსა და ხელსაწყოებში ასომთავრულის გამოყენება შესაძლებელია ნუსხურით დაწერილი ტექსტის სასათაუროდ, წერტილის შემდეგ წინადადების დასაწყებად, საკუთარი სახელების გამოსაყოფად და ა. შ.[4]
Remove ads
ჯგუფი
ქართული დამატება[1][2] უნიკოდის კონსორციუმის კოდების ოფიციალური ცხრილი (PDF) | ||||||||||||||||
0 | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | A | B | C | D | E | F | |
U+2D0x | ⴀ | ⴁ | ⴂ | ⴃ | ⴄ | ⴅ | ⴆ | ⴇ | ⴈ | ⴉ | ⴊ | ⴋ | ⴌ | ⴍ | ⴎ | ⴏ |
U+2D1x | ⴐ | ⴑ | ⴒ | ⴓ | ⴔ | ⴕ | ⴖ | ⴗ | ⴘ | ⴙ | ⴚ | ⴛ | ⴜ | ⴝ | ⴞ | ⴟ |
U+2D2x | ⴠ | ⴡ | ⴢ | ⴣ | ⴤ | ⴥ | ⴧ | ⴭ | ||||||||
შენიშვნები |
ისტორია
უნიკოდთან დაკავშირებულ მოცემულ ჩანაწერებში აღნიშნულია ცალკეული ასონიშნების ქართულის დამატებით ჯგუფში ასახვის საფუძველი და მიმდინარეობა: :
Remove ads
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads