ქართული კუპონი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ქართული კუპონი — საქართველოს ფულის ერთეული 1993 წლის 5 აპრილიდან 1995 წლის 2 ოქტომბრამდე. 1993 წლის 20 აგვისტოდან წარმოადგენდა გადახდის ერთადერთ კანონიერ საშუალებას საქართველოს ტერიტორიაზე[1]. თავდაპირველად კურსი რუბლის თანაბარი იყო, სწორედ რომლის შემცვლელიც იყო ეს ვალუტა. გამოდიოდა მხოლოდ ბანკნოტები, რაოდენობით 1-დან 1 000 000 კუპონამდე (მათ შორის მეტად უცნაური ნომინალებით — 3, 3000, 30 000, 150 000 კუპონი). კუპონი ჰიპერ ინფლაციის ქვეშ ექცეოდა (678,4 % 1995 წელს[2]) და შეცვლილი იყო ახალი ეროვნული ვალუტის მიერ — ლარი კოეფიციენტით 1 000 000 : 1.
Remove ads
ბანკნოტების გალერეა
პირველი გამოშვება 1993 წელი
ამ გამოშვების ბანკნოტებზე არ არის წელიწადის აღნიშვნა. სერიის მნიშვნელში ციფრი ერთია. ყველა ბანკნოტის ზომაა 105×53 მმ.
- 5 კუპონი
- 10 კუპონი
- 50 კუპონი
- 100 კუპონი
- 500 კუპონი
- 1000 კუპონი
- 5000 კუპონი
- 10 000 კუპონი
მეორე გამოშვება 1993 წელი
ამ გამოშვების ბანკნოტებზე არ არის წელიწადის აღნიშვნა. სერიის მნიშვნელში ციფრი ორია. ყველა ბანკნოტის ზომაა 105×53 მმ. ასევე დამატებულია გრაფიკული ელემენტები საფასურის აღმნიშვნელთან.
- 1 კუპონი
- 3 კუპონი
- 5 კუპონი
- 10 კუპონი
- 50 კუპონი
- 100 კუპონი
მესამე გამოშვება 1993 წელი
ამ გამოშვების ბანკნოტზე არის წელიწადის აღნიშვნა. მნიშვნელში ციფრი სამია. ბანკნოტის - 10 000 კუპონის ზომაა 105×53 მმ, დანარჩენი — 127×57 მმ.
- 10 000 კუპონი
- 25 000 კუპონი
- 50 000 კუპონი
- 100 000 კუპონი
მეოთხე გამოშვება 1993 წელი
ყველა ბანკნოტის ზომაა 114×55 მმ.
- 250 კუპონი
- 2000 კუპონი
- 3000 კუპონი
- 20 000 კუპონი
მეხუთე გამოშვება 1994 წელი
ყველა ბანკნოტის ზომაა 114×55 მმ.
- 20 000 კუპონი
- 30 000 კუპონი
- 50 000 კუპონი
- 100 000 კუპონი
- 150 000 კუპონი
- 250 000 კუპონი
- 500 000 კუპონი
- 1 000 000 კუპონი
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads