ქვემო ჭალა

სოფელი საქართველოში From Wikipedia, the free encyclopedia

ქვემო ჭალა
Remove ads

ქვემო ჭალასოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ახალშენი, გამდლისწყარო, გორაკა, ვაკე, პანტიანი, საკორინთლო).[1]

სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
Remove ads

გეოგრაფია

მდებარეობს მდინარე ლეხურის ორივე ნაპირიზე. ზღვის დონიდან 680 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 13 კილომეტრით. გაშენებულია უმეტესად ჩრდილო-აღმოსავლეთით გადაშლილ, ვაკე ტერიტორიაზე, სოფლიდან 3 კმ-ის დაშორებით, აღმოსავლეთით აშენებულია სხვილოს (ცხვილოს) ციხე. სოფელ ქვემო ჭალის ისტორია იწყება სწორედ სხვილოდან. სხვილო ძველი ისტორიული სოფელია და მოგვიანებით მოსახლეობა ქვემოთ, ჭალა ადგილას დასახლებულა. აქედან მომდინარეობს სოფლის სახელწოდებაც ქვემო ჭალა.

Remove ads

ისტორია

სხვილოს ციხე თავად ამილახვრების რეზიდენცია იყო, გვიან შუა საუკუნეებში ამილახვრებმა ქვემო ჭალაში ააშენეს ციხე, სასახლე და რეზიდენციაც აქ გადმოიტანეს. სხვილოდან „ქვემოთ" ჭალაში პირველად ანდუყაფარ ამილახვარი ჩამოსახლებულა. მასვე აუშენებია სპარსული აბანო, რომელიც XVII საუკუნით თარიღდება.[2] 1921-1930 წლებში იყო გორის მაზრის ქვემო ჭალის რაიონის ცენტრი.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1075 ადამიანი.

მეტი ინფორმაცია აღწერის წელი, მოსახლეობა ...

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads