შუქურა ქობულეთი (საფეხბურთო კლუბი)
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
„შუქურა“ ქობულეთი — ქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ქობულეთიდან. თამაშობს რევაზ ჩელებაძის სახელობის ჩელე არენაზე. კლუბი დაარსდა 1968 წელს.
Remove ads
ისტორია
კლუბი შეიქმნა 1968 წელს. თავდაპირველად ქობულეთის „ქობულეთი“ ერქვა. 2003-04 წლების სეზონში გახდა პირველი ლიგის ჩემპიონი გახდა და აღზევდა უმაღეს ლიგაში, სადაც მხოლოდ 1 სეზონი გაატარა. შემდგომ წლებში გუნდი დაიშალა და 2011 წელს განახლდა, მთავარი მწვრთნელის ასლან ბალაძის დახმარებით რეგიონ ლიგაში წარმატებით ასპარეზობის შემდეგ პირველ ლიგაში დაბრუნდა. მალევე ასლან ბალაძემ დატოვა კლუბი და მის ნაცვლად ვალერი ჩხარტიშვილი მოვიდა. 2012-13 წლების სეზონში „შუქურა“ პირველი ლიგის B ჯგუფში მესამე ადგილს დასჯდერდა. 2013-14 წლების სეზონში ასპარეზობა ამჯერად პირველი ლიგის A ჯგუფში განაგრძო და ჩემპიონიც გახდა. სეზონის პირველი ნახევრის შემდეგ ვალერი ჩხარტიშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო იგი ბესიკ შეროზიამ ჩაანაცვლა, აგვისტოდან მთავარი მწვრთნელის პოსტი ამირან გოგიტიძემ ჩაიბარა, თუმცა ნოემბერში კლუბი დატოვა, მისი ადგილი უკრაინელმა კონსტანტინ ფროლოვმა დაიკავა.
სწორედ 2013-14 წლების სეზონში შეძლო „შუქურამ“ ისტორიაში პირველად საქართველოს თასის ნახევარფინალში გასვლა, სადაც საჩხერის „ჩიხურასთან“ დამარცხდა.
ყველაზე დიდი ანგარიშით „შუქურამ“ ბათუმის „ადელის“ დამარცხება შეძლო (6-0),[1] „შუქურას“ ნახევარმცველმა და კაპიტანმა გიორგი ჩელებაძემ დუბლი გაიფორმა, ამავე ანგარიშით დაამარცხა ოზურგეთის „მერცხალი“, სადაც გიორგი ჩელებაძემ პოკერი შეასრულა.[2] ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი „ჩიხურასთან“ განიცადა (0-8).[3]
Remove ads
სტადიონი

მას შემდეგ, რაც ქობულეთში საფეხბურთო კლუბი აღარ არსებობდა, სტადიონი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა და საფეხბურთო მატჩებისთვის აღარ გამოიყენებოდა. 2012 წელს ქობულეთის ცენტრალურ სტადიონს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, გამოიცვალა სკამები, რეაბიულიტაცია ჩაუტარდა ლოჟას, მინდვრის საფარის ნაცვლად დაიგო ხელოვნური საფარი. ლეგენდარული ქობულეთელი ფეხბურთელის, რევაზ ჩელებაძის პატივსაცემად სტადიონს ეწოდა „ჩელე არენა“.
Remove ads
ტიტულები
- პირველი ლიგა ჩემპიონი (2): 2003/2004, 2013/2014 - ჯგუფი A
შემადგენლობა 2017
მონაცემები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ.
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
Remove ads
2017 წლის ტრანსფერები
მოვიდნენ
* — იჯარით
** — იჯარიდან
წავიდნენ
* — იჯარით
** — იჯარიდან
Remove ads
შუქურას ბომბარდირები
ცხრილში გოლთა რაოდენობა მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის (ეროვნული ლიგა, ეროვნული ლიგა 2) მონაცემებით.
წელი | ფეხბურთელი | ეროვნება | გოლები |
2016 | კობა შალამბერიძე | ![]() | 4 |
2015-16 | ელგუჯა ლობჯანიძე | ![]() | 7 |
2014-15 | გიორგი ჩელებაძე | ![]() | 7 |
2013-14 | გიორგი ჩელებაძე | ![]() | 22 |
2012-13 | გიორგი ჩელებაძე | ![]() | 13 |
სეზონები
Remove ads
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2017-10-20 საიტზე Wayback Machine. (ქართული ენა)
- გულშემატკივართა გვერდი Facebook-ზე (ქართული ენა)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccevista-ზე დაარქივებული 2014-03-20 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- პროფილი Footlive (ინგლისური)
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads