ქოქოსის კუნძულები

From Wikipedia, the free encyclopedia

ქოქოსის კუნძულები
Remove ads

ქოქოსის კუნძულები (კილინგი (Keeling), ინგლ. Territory of the Cocos (Keeling) Islands) — მარჯნის მცირე ზომის კუნძულთა ჯგუფი (27 კუნძული) ინდოეთის ოკეანეში (სამხრეთის განედი 12°05' და აღმოსავლეთის გრძედი 96°53'), ეკუთვნის ავსტრალიას. ფართობი დაახლოებით 14 კმ², მოსახლეობა — 544 კაცი[1] (2016). მათ შორის დაახლოებით 80 % მალაელია. ადმინისტრაციული ცენტრია — სოფელი ვესტ-აილენდი, რომელიც მდებარეობს დასავლეთ კუნძულზე (West Island). ოფიციალური ენაა — ინგლისური. 80 პროცენტი მოსახლეობისა მუსულმანია.

სწრაფი ფაქტები ქოქოსის კუნძულებიინგლ. Territory of the Cocos (Keeling) Islandsქოქოსის კუნძულები, უდიდესი ქალაქი ...
Remove ads

გეოგრაფია

Thumb
ქოქოსის კუნძულების რუკა

მარჯნის წარმოშობის არქიპელაგი. შედგება სამხრეთი ნაწილისა და ცალკე ჩრდილოეთით მდებარე 25 კმ-ით დაშორებულ ერთადერთ დაუსახლებელ კუნძულ ჩრდილოეთ კილინგისაგან. ყველაზე მაქსიმალური წერტილია — 5 მ.

კლიმატი ნესტიანი ტროპიკული, ციკლონების სეზონია ოქტომბრიდან აპრილამდე.

სასმელი წყლის რესურსები ცოტაა, წვიმის წყალი გროვდება ბუნებრივ მიწისქვეშა რეზერვუარებში.

ჩრდილოეთ კილინგის ფართობია — დაახლოებით 1,2 კმ², ლაგუნის — დაახლოებით 0,5 კმ². ატოლი პრაქტიკულად მთლიანად კეტავს ლაგუნას ოკეანისაგან.

სამხრეთ კილინგის კუნძულები შედგება 26 პატარა კუნძულებისაგან, რომელთაგანაც მუდმივად დასახლებულია მხოლოდ ორი კუნძული — ვესტ-აილენდი და ჰოუმი. სამხრეთ კილინგის კუნძულების საერთო ფართობია — 13,1 კმ².

მეტი ინფორმაცია №, დასახელება ქართულად ...
Remove ads

ისტორია

კუნძულები აღმოაჩინა ინგლისელმა კაპიტანმა უილიამ კილინგმა 1609 წელს.

1825 წლის 6 დეკემბერს კუნძულებზე იმყოფებოდა ბრიტანელი კაპიტანი ჯონ კლუნიზ-როსი. 1827 წლის 27 თებერვალს მან სამხრეთ კუნძულზე დააარსა დასახლება, ხოლო 1831 წელს — იგი დაეუფლა ყველა კუნძულს, გამოაცხადა რა ისინი კლუნიზ-როსის ოჯახის ფეოდალურ საკუთრებად. 1857 წელს დიდმა ბრიტანეთმა მოახდინა მათი ანექსირება, ხოლო 1878 წელს გადასცა ცეილონის გუბერნატორს მმართველობაში. 1886 წლის 7 ივლისს დედოფალმა ვიქტორიამ კუნძულები გადასცა კლუნიზ-როსის ოჯახს უვადო მფლობელობაში. 1886 წელს მიაკუთვნეს კოლონია სტრეიტს სეტლმენტსს, რომელსაც შემდგომში მიუერთეს შობის კუნძულიც. სტრეიტს სეტლმენტსზე დაქვემდებარება იყო ფორმალური, ფაქტობრივად კლუნიზ-როსის ოჯახი მართავდა კუნძულებს თავისი შეხედულებისამებრ და 1887 წლიდან 1978 წლამდე გამოსცემდა საკუთარ ვალუტას — ქოქოსის კუნძულების რუპიას.

1955 წლის 23 ნოემბერს მმართველობაში გადაეცა ავსტრალიას. 1978 წლის 1 სექტემბერს ავსტრალიის მთავრობამ გამოისყიდა კლუნიზ-როსის ოჯახის შთამომავლისაგან პრაქტიკულად ყველა მიწა, ხოლო დანარჩენი გამოსყიდულ იქნა 1986 წელს. 1984 წლის 6 აპრილს ჩატარდა რეფერენდუმი კუნძულების თვითგამორკვევის შესახებ. მონაწილეთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ავსტრალიასთან კავშირის შენარჩუნებას[2].

Remove ads

ეკონომიკა

ყველაზე დიდ კუნძულზე — ვესტ-აილენდზე — მდებარეობს აეროპორტი (ემსახურება ტრასას ავსტრალია — ევროპა) და ცხოვრობს მოსახლეობის უმრავლესობა. მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა — აეროპორტის მომსახურება, ქოქოსის პალმის მოპოვება და კოპრის წარმოება. ბოლო დროს ვითარდება ტურიზმი.

სქოლიო

ლიტერატურა

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads