ქოქოსის კუნძულები
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ქოქოსის კუნძულები (კილინგი (Keeling), ინგლ. Territory of the Cocos (Keeling) Islands) — მარჯნის მცირე ზომის კუნძულთა ჯგუფი (27 კუნძული) ინდოეთის ოკეანეში (სამხრეთის განედი 12°05' და აღმოსავლეთის გრძედი 96°53'), ეკუთვნის ავსტრალიას. ფართობი დაახლოებით 14 კმ², მოსახლეობა — 544 კაცი[1] (2016). მათ შორის დაახლოებით 80 % მალაელია. ადმინისტრაციული ცენტრია — სოფელი ვესტ-აილენდი, რომელიც მდებარეობს დასავლეთ კუნძულზე (West Island). ოფიციალური ენაა — ინგლისური. 80 პროცენტი მოსახლეობისა მუსულმანია.
Remove ads
გეოგრაფია

მარჯნის წარმოშობის არქიპელაგი. შედგება სამხრეთი ნაწილისა და ცალკე ჩრდილოეთით მდებარე 25 კმ-ით დაშორებულ ერთადერთ დაუსახლებელ კუნძულ ჩრდილოეთ კილინგისაგან. ყველაზე მაქსიმალური წერტილია — 5 მ.
კლიმატი ნესტიანი ტროპიკული, ციკლონების სეზონია ოქტომბრიდან აპრილამდე.
სასმელი წყლის რესურსები ცოტაა, წვიმის წყალი გროვდება ბუნებრივ მიწისქვეშა რეზერვუარებში.
ჩრდილოეთ კილინგის ფართობია — დაახლოებით 1,2 კმ², ლაგუნის — დაახლოებით 0,5 კმ². ატოლი პრაქტიკულად მთლიანად კეტავს ლაგუნას ოკეანისაგან.
სამხრეთ კილინგის კუნძულები შედგება 26 პატარა კუნძულებისაგან, რომელთაგანაც მუდმივად დასახლებულია მხოლოდ ორი კუნძული — ვესტ-აილენდი და ჰოუმი. სამხრეთ კილინგის კუნძულების საერთო ფართობია — 13,1 კმ².
Remove ads
ისტორია
კუნძულები აღმოაჩინა ინგლისელმა კაპიტანმა უილიამ კილინგმა 1609 წელს.
1825 წლის 6 დეკემბერს კუნძულებზე იმყოფებოდა ბრიტანელი კაპიტანი ჯონ კლუნიზ-როსი. 1827 წლის 27 თებერვალს მან სამხრეთ კუნძულზე დააარსა დასახლება, ხოლო 1831 წელს — იგი დაეუფლა ყველა კუნძულს, გამოაცხადა რა ისინი კლუნიზ-როსის ოჯახის ფეოდალურ საკუთრებად. 1857 წელს დიდმა ბრიტანეთმა მოახდინა მათი ანექსირება, ხოლო 1878 წელს გადასცა ცეილონის გუბერნატორს მმართველობაში. 1886 წლის 7 ივლისს დედოფალმა ვიქტორიამ კუნძულები გადასცა კლუნიზ-როსის ოჯახს უვადო მფლობელობაში. 1886 წელს მიაკუთვნეს კოლონია სტრეიტს სეტლმენტსს, რომელსაც შემდგომში მიუერთეს შობის კუნძულიც. სტრეიტს სეტლმენტსზე დაქვემდებარება იყო ფორმალური, ფაქტობრივად კლუნიზ-როსის ოჯახი მართავდა კუნძულებს თავისი შეხედულებისამებრ და 1887 წლიდან 1978 წლამდე გამოსცემდა საკუთარ ვალუტას — ქოქოსის კუნძულების რუპიას.
1955 წლის 23 ნოემბერს მმართველობაში გადაეცა ავსტრალიას. 1978 წლის 1 სექტემბერს ავსტრალიის მთავრობამ გამოისყიდა კლუნიზ-როსის ოჯახის შთამომავლისაგან პრაქტიკულად ყველა მიწა, ხოლო დანარჩენი გამოსყიდულ იქნა 1986 წელს. 1984 წლის 6 აპრილს ჩატარდა რეფერენდუმი კუნძულების თვითგამორკვევის შესახებ. მონაწილეთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ავსტრალიასთან კავშირის შენარჩუნებას[2].
Remove ads
ეკონომიკა
ყველაზე დიდ კუნძულზე — ვესტ-აილენდზე — მდებარეობს აეროპორტი (ემსახურება ტრასას ავსტრალია — ევროპა) და ცხოვრობს მოსახლეობის უმრავლესობა. მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა — აეროპორტის მომსახურება, ქოქოსის პალმის მოპოვება და კოპრის წარმოება. ბოლო დროს ვითარდება ტურიზმი.
სქოლიო
ლიტერატურა
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads