ყაზახეთის დემოგრაფია
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ყაზახეთის დემოგრაფია — ყაზახეთის მოსახლეობისა და მათი მდგომარეობის მომოხილვა. დემოგრაფიული საკითხები მოიცავს: საბაზო განათლებას, ჯანმრთელობას და მოსახლეობის რაოდენობირივ სტატისტიკას მათი რასობრივი და რელიგიური მიკუთვნების გათვალისწიბებით.
Remove ads
მოსახლეობა
2011 წლის აპრილის მონაცემებით ყაზახეთის მოსახლეობის საერთო რაოდენობა შეადგენს 16,500,000. ყაზახეთი საშუალო სიმჭიდროვის დასახლებული ქვეყანაა 1 კვ. კმ-ზე ცხოვრობს 5 კაცი. ალმათი, ყაზახეთის კულტურული და ფინანსურ-ეკონომიკური ცენტრი და ასევე ერთადერთი ქალაქია ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა მილიონს აჭარბებს. მოსახლეობის 46% სოფლად, ხოლო 54% ქალაქებში ცხოვრობს.
კაცები საერთო მოსახლეობის 48.3%, ხოლო ქალები 51.7% შეადგენენ. მოსახლეობის 63.6% ეთნიკურად ყაზახია, 23.7% რუსი, 2.9% უზბეკი, 2.1% უკრაინელი 1.4% უიგური, 1.3% თათარი, 1.1% გერმანელი, 3.9% სხვა.
ყაზახეთის მოსახლეობა 1935 წლიდან 2009 წლამდე 6 081 000-დან 16 005 000-მდე გაიზარდა. მოსახლეობის ზრდა გრძელდებოდა 1989 წლამდე, როდესაც საერთო პოპულაციამ 16 537 000 ნიშნულამდე ავიდა, 2002 წლისთვის კი 14 851 000 გახდა. ამის მიზეზად ეთნიკური რუსების რუსეთში დაბრუნება სახელდება. მოსახლეობის საერთო რაოდენობის რიცხვმა 2002 წლიდან ზრდა დაიწყო.[1]
მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა 1939-2009
Remove ads
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads