შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია

From Wikipedia, the free encyclopedia

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია
Remove ads

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (ინგლ. Black Sea Economic Cooperation, აკრონიმი BSEC – ბისეკი) — შეიქმნა 1992 წლის 25 ივნისს თერთმეტი ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურთა მიერ სტამბოლის სამიტის დეკლარაციისა და ბოსფორის შეთანხმების ხელმოწერით. ორგანიზაციის მიზანი მრავალმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ინიციატივების მხარდაჭერა და წევრ ქვეყანათა შორის ინტეგრაციისა და ჰარმონიული თანაარსებობის წახალისებაა შავი ზღვის რეგიონში.

Thumb
ბისეკის დროშა

1999 წლის 1 მაისს ბისეკის ქარტიის ძალაში შესვლის დღიდან ორგანიზაციამ საერთაშორისო იურიდიული პირის ძალაუფლება მიიღო და სრულუფლებიან რეგიონულ ეკონომიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნა. 2004 წლის აპრილში ორგანიზაციაში სერბეთის შესვლით წევრთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა.

ბისეკის შტაბ–ბინა – მუდმივი საერთაშორისო სამდივნო სტამბოლში შეიქმნა 1994 წლის მარტში. ორგანიზაცია მჭიდრო კავშირშია შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან — საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომლის შტაბ–ბინა სალონიკში მდებარეობს.

Remove ads

წევრები

Thumb
  ბისეკის წევრი ქვეყნები
  ბისეკის დამკვირვებელი ქვეყნები

დამფუძნებელი წევრები არიან:

შემოერთებული წევრები:

ქვეყნების დროშა: კვიპროსი კვიპროსი და მონტენეგროს დროშა მონტენეგრო კანდიდატურას თურქეთმა ვეტო დაადო (ამ ქვეყნებთან მიმდინარე პოლიტიკური უთანხმოების გამო). დაარქივებული 2012-01-19 საიტზე Wayback Machine.

  წევრები
  დამკვირვებლები

დამკვირვებელი ქვეყნებია:

გვიანდელი დამკვირვებლები:

დამკვირვებელი ორგანიზაციებია:

  • შავი ზღვის საერთაშორისო კლუბი
  • ენერგიის ქარტიის სეკრეტარიატი
  • შავი ზღვის კომისია

მიმდინარე პერიოდში ორგანიზაციის თავმჯდომარეა რუმინეთი (1 იანვარი 2011 - 30 ივნისი 2011).

Remove ads

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads