შავი კლდე
მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, კახეთის მხარეში და დაღესტანში From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
შავი კლდე — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე, მდინარეების ჭანჭახოვანისა (თუშეთის ალაზნის მარჯვენა შენაკადი) და საბაკუნისხევის (ორწყალის მარჯვენა შენაკადი) წყალგამყოფზე, საქართველოსა და რუსეთის დაღესტნის საზღვარზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3578 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. კალთები ძლიერ დახრილია. მთის ზოგიერთი ადგილი შემოსილია სუბალპური ბალახეულით.
Remove ads
ლიტერატურა
- ჩანგაშვილი გ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 672.
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads