ხორხე ოლგინი
არგენტინელი ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ხორხე მარიო ოლგინი (ესპ. Jorge Mario Olguín; დ. 17 მაისი, 1952, დოლორესი, ბუენოს-აირესის პროვინცია, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა მცველის პოზიციაზე. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე.[1][2]
Remove ads
საკლუბო კარიერა
ოლგინი საკლუბო კარიერას 1971 წელს — არგენტინის პრიმერა დივიზიონის მონაწილე „სან-ლორენსოში“ იწყებს, სადაც ქვეყნის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის სამ შეხვედრაში იღებს მონაწილეობას და ორი ბურთი გააქვს. გუნდში 1979 წლის ჩათვლით თამაშობს. მის შემადგენლობაში 1972 წელს ნასიონალის და მეტროპოლიტანოს, ხოლო 1974 წელს ნასიონალის გამარჯვებული ხდება.[3]
1980–1983 წლებში არგენტინის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი და პოპულარული გუნდის — აველიანედას „ინდეპენდიენტეს“ ღირსებას იცავს. აქ იგი ჩემპიონატის 127 მატჩს თამაშობს და 13 ბურთი გააქვს. მის შემადგენლობაში 1983 წელს მეტროპოლიტანოს გამარჯვებული ხდება.
1984–1988 წლებში ბუენოს-აირესის „არხენტინოს ჯუნიორსის“ რიგებშია. ამ გუნდის მაისურით, პრიმერა დივიზიონის 148 შეხვედრაში იღებს მონაწილეობას და 22 გოლის გატანას ახერხებს.
„არხენტინოს ჯუნიორსის“ შემადგენლობაში 1984 წელს მეტროპოლიტანოს, ხოლო 1985 წელს ნასიონალის და ლიბერტადორესის თასის გათამაშების საჩემპიონო ტიტულებს ამატებს თავის სპორტულ მიღწევებს.
Remove ads
სანაკრებო კარიერა
1976–1982 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 60 შეხვედრა ჩაატარა, რომლის მაისურით პირველად 1976 წლის 20 მარტს, საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. არგენტინელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: უგო გატი, ხორხე კარასკოსა, დანიელ კილერი, ხორხე ოლგინი, ალბერტო ტარანტინი, ოსვალდო არდილესი, რიკარდო ბოჩინი, ამერიკო გალიეგო, მარსელო ტრობიანი, მარიო კემპესი და ლეოპოლდო ლუკე. მატჩი კიევის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 1–0 დასრულდა.
ეროვნული ნაკრების რიგებში უკანასკნელად 1982 წლის 2 ივლისს, ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში ითამაშა. მატჩი ბარსელონაში გაიმართა და ბრაზილიელთა გამარჯვებით ანგარიშით — 3–1 დასრულდა.
Remove ads
სანაკრებო მატჩები
Remove ads
სამწვრთნელო კარიერა
სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მუშაობდა არგენტინის, იაპონიის და კოსტა-რიკის საფეხბურთო კლუბებში.
სტატისტიკა
საკლუბო
სანაკრებო
Remove ads
მსოფლიო ჩემპიონატებზე
ოლგინმა მსოფლიო ჩემპიონატების 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.[67][68][69][70][71][72][73]
მიღწევები

საკლუბო
სანაკრებო
ბიბლიოგრაფია
- გოდუაძე, ლაშა (2010). მსოფლიო თასის ისტორია (1930–2010). თბ.: გაზეთი „მსოფლიო სპორტი“.
- კაკაბაძე, მიხეილ (1979). არგენტინის ცის ქვეშ. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- ფანჯიკიძე, გურამ (1979). არგენტინა, არგენტინა!. თბ.: გამ-ბა საბჭ. საქართველო.
- Glanville, Brian (2018). The Story of the World Cup. London: Faber. ISBN 9780571325566
- Holt, Nick (2014). The Mammoth Book of the World Cup. London: Running Press Adult. ISBN 0762452242
- Robinson, Michael; Hope-Smith, R. G., Soccer: The International Line-ups & Statistics Series; Argentina 1971-1997, Cleethorpes: Soccer Books Ltd, 1998.
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
კომენტარები
- მატჩი გაიმართა „რივერ-პლეიტის“ „ელ მონუმენტალზე“ (ესპ. Monumental de Nuñez, ან უბრალოდ El Monumental) ამ სახელწოდებას სტადიონი ატარებდა 1938–86 წლებში. 1986 წლის 29 ნოემბერს სტადიონს მიენიჭა ანტონიო ვესპუჩიო ლიბერტის სახელი და მას შემდეგ სტადიონის ოფიციალური სახელწოდებაა „ესტადიო მონუმენტალ ანტონიო ვესპუჩიო ლიბერტი“ (ესპ. Estadio Monumental Antonio Vespucio Liberti).
Remove ads
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads