ჯონოულა
მდინარე საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ჯონოულა[1][2] — მდინარე საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ცაგერის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2455 მ სიმაღლეზე. სიგრძე 21 კმ, აუზის ფართობი 114 კმ². წარმოადგენს მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადს. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში, წლის დანარჩენ დროს — წყალმოვარდნები. ჯონოულას მარცხნიდან ერთვის მდინარე ახალჭალა, ხოლო მარჯვნიდან თეთრი ღელე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 4,79 მ³/წმ.
Remove ads
ლიტერატურა
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 571.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads