ჰელოხი

From Wikipedia, the free encyclopedia

ჰელოხი
Remove ads

ჰელოხი (გერმ. Hölloch) — კარსტული მღვიმე შვეიცარიაში, შვიცის კანტონში. ევროპის ერთ-ერთი უგრძესი მღვიმე. გააჩნია ორი შესასვლელი. საერთო სიგრძე დაახლოებით 200 კმ-მდე, სიღრმე 939 მ. ევროპის მღვიმეებს შორის სიგრძით მეორე ადგილზეა.[1] ქმნის მიწისქვეშა ხვრელების მრავალსართულიან რთულ სისტემას. გამომუშავებულია გლარნის ალპების ჩრდილოეთ შტოქედების ცარცულ კირქვებში, მუოტის ხეობაში.

სწრაფი ფაქტები ჰელოხი ...

მოიპოვება სტალაქტიტები, სტალგმიტები. დამახასიათებელია შესასვლელები და ჩაღრმავებები ელიფსოიდურ ჭრილში. მღვიმე ჰელოხი ცნობილია 1875 წლიდან. პირველ გამოკვლევებს ხელმძღვანელობდა ალოიზ ულრიხი. 1970 წლამდე ითვლებოდა მსოფლიოს უდიდეს მღვიმურ კომპლექსად. 1952 წელს მღვიმის გამოკვლეული ნაწილის სიგრძე უტოლდებოდა მხოლოდ 25 კილომეტრს, ხოლო 1968 წლისათვის გამოკვლეული ნაწილის სიგრძემ შეადგინა 100 კილომეტრი. დღეისათვის ჰელოხის საერთო სიგრძე უტოლდება 200 კმ-ს.

2010 წელს მღვიმეში აღმოაჩინეს ცოცხალი ორგანიზმი.[2] განვითარებულია ტურიზმი.

Remove ads

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads