...And Justice for All
მეტალიკის სტუდიური ალბომი From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
…And Justice for All — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის მეოთხე სტუდიური ალბომი. 1988 წლის 25 აგვისტოს გაშვებული იქნა გაყიდვაში Elektra Records-ის მიერ. ესაა ჯგუფის პირველი სტუდიური ალბომი, რომელშიც თავისი წვლილი ბასისტმა ჯიესონ ნიუსტედმაც შეიტანა.
ალბომის თემატიკა ასახავს უსამართლობას იურიდიულ სისტემებში, შეზღუდულ თავისუფლებას, ომს, გონებასუსტობას და სიძულვილს. ალბომში ძლივს შესამჩნევად ისმის ნიუსტედის ბას-პარტიები. ამის შესახებ ნიუსტედი ამბობს:
![]() |
„სამართლიანობის ალბომი არ გამოდგა ჩემთვის სამართლიანი, რადგან იქ თქვენ ნამდვილად ვერ გაიგონებთ ჩემს დაკრულს...“ |
ალბომის გარეკანზე ასახულია დაბზარული და თოკებით დაბმული ქანდაკება ქალბატონი სამართლისა. მას ხელში სასწორი უჭირავს, რომლის ორივე თეფზე შევნიშნავთ დოლარებს. ხელნაწერი სიტყვები …And Justice for All განთავსებულია მარჯვენა ქვედა კუთხეში. მას მარჯვენა ხელში უკავია მახვილი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ იგი მზადაა სამსჯავროსთვის, სამართლიანობის დასაცავად. ყდა დამზადებული იქნა სტეფენ გორმანის მიერ ჯეიმზისა და ლარსის დავალებით.[12]
2003 წლის 9 ივნისის მდგომარეობით რვა მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა მხოლოდ აშშ-ში და რვაჯერ იქნა სერთიფიცირებული პლატინად.[13]
Remove ads
სიმღერების სია
ყველა ტექსტის ავტორი — ჯეიმზ ჰეტფილდი, გარდა სიმღერის „To Live Is To Die“.
Remove ads
პერსონალი
- ჯეიმზ ჰეტფილდი — წამყვანი ვოკალი, რიტმული გიტარა, აკუსტიკური გიტარა სიმღერებში One და To Live Is to Die, მეორე გიტარის სოლო სიმღერაში To Live Is to Die;
- კირკ ჰემეტი — წამყვანი გიტარა;
- ჯეისონ ნიუსტედი — ბას-გიტარა, დამატებითი ვოკალი;
- ლარს ულრიხი — დასარტყმელი საკრავები;
- მეტალიკა და ფლემინგ რასმუსენი — პროდიუსირება.
ჩარტები
სერტიფიცირებები
Remove ads
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads