Activision

ამერიკული ვიდეო თამაშების დეველოპერი და გამომცემელი კომპანია From Wikipedia, the free encyclopedia

Activision
Remove ads

Activision Publishing, Inc.ამერიკული ვიდეო თამაშების გამომცემელი კომპანია, რომელიც კალიფორნიაში, სანტა-მონიკაში მდებარეობს. მისი მშობელი კომპანიაა Activision Blizzard. Activision არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მესამე მხარის გამომცემელი.[1]

სწრაფი ფაქტები ყოფილი სახელწოდება, ტიპი ...

კომპანია დაარსდა როგორც Activision, Inc. 1979 წლის 1 ოქტომბერს, კალიფორნიაში, ქალაქ სანივეილში, Atari-ის ყოფილი თანამშრომლების დეივიდ კრეინის, ალან მილერის, ბობ უაიტჰედისა და ჯიმ ლევის მიერ, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ ატარის ხელმძღვანელობის დამოკიდებულებით თავიანთი თანამშრომლების მიმართ.[2] მათი მიზანი იყო, შეექმნათ საკუთარი თამაშები პოპულარული სახლის კონსოლის, Atari 2600-ისთვის.

Activision გახდა პირველი დამოუკიდებელი მესამე მხარის თამაშების დეველოპერი. 1983 წლის ვიდეო თამაშების კრიზისმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა Activision-ის პოზიციას კონსოლის თამაშების ბაზარზე, რის გამოც კომპანია იძულებული გახდა, დივერსიფიკაცია მოეხდინა და პერსონალური კომპიუტერული თამაშების შექმნით დაკავებულიყო.[3][4] მას შემდეგ, რაც ჯიმ ლევი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ბრიუს დეივისმა შეცვალა, კომპანიას Mediagenic დაერქვა და ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციების წარმოებაზე გადაერთო.[2][5] Mediagenic მალევე დიდი ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა და დაახლოებით 1991 წელს იგი ბიზნესმენმა ბობი კოტიკმა და ინვესტორთა მცირე ჯგუფმა 500,000 აშშ დოლარად შეისყიდეს.[6]

კომპანიის ფინანსური კრიზისიდან გამოსაყვანად, კოტიკმა მნიშვნელოვანი ცვლილებები და სრული რეორგანიზაცია განახორციელა: მან თანამშრომლების უმეტესობა დაითხოვა, კომპანია ლოს-ანჯელესში გადაიტანა[7] და კვლავ Activision-ის სახელით განაგრძო ოპერირება.[8] კოტიკის ხელმძღვანელობით, Activision-მა, ფინანსური კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ, საგამომცემლო საქმიანობის გაფართოების მიზნით, 1990-2000-იან წლებში დაიწყო მრავალი სტუდიისა და სხვადასხვა სახის ინტელექტუალური საკუთრების შეძენა, მათ შორის ისეთი ვიდეო თამაშების სერიების როგორებიცაა „Call of Duty“ და „Guitar Hero“. შიდა და შეძენილი სტუდიების ეფექტურად მართვის მიზნით, 2000 წელს შეიქმნა ჰოლდინგური კომპანია Activision Holdings (Activision-ის მშობელი კომპანია).[9] 2008 წელს ეს ჰოლდინგი Vivendi Games-ს (Blizzard Entertainment-ის მშობელ კომპანიას) შეერწყა და ჩამოაყალიბდა Activision Blizzard,[10] რომლის აღმასრულებელი დირექტორიც კოტიკი გახდა. ამ სტრუქტურის ფარგლებში Activision მართავს მესამე მხარის მრავალ სტუდიას და გამოსცემს ყველა თამაშს, გარდა Blizzard-ის მიერ შექმნილი თამაშებისა.

2023 წლის ოქტომბერში Microsoft-მა მშობელი კომპანია Activision Blizzard 68.7 მილიარდ დოლარად შეიძინა,[11] თუმცა განაცხადა, რომ კომპანია გააგრძელებს ცალკე ბიზნესის სახით ფუნქციონირებას. მიუხედავად იმისა, რომ ის Microsoft Gaming-ის დიდი განყოფილების ნაწილია, Activision ინარჩუნებს თავის ფუნქციას, როგორც მისი სტუდიების მიერ შექმნილი თამაშების გამომცემელი.

Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads