Adobe Inc.
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
Adobe Inc. — ამერიკული კომპიუტერული პროგრამების კომპანია, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს კალიფორნიის შტატის, ქალაქ სან-ხოსეში, აშშ. იგი დაარსდა 1982 წელს, ჯონ ვარნოკის და ჩარლზ გესკის მიერ,მას შემდეგ რაც მათ მიატოვეს კომპანია Xerox PARC-ი და გადაწყვიტეს შეექმნათ პროგრამები ,რომლებიც კომერციულ მოგებას მოიტანდა. კომპანიამ ძირითადი აქცენტი გააკეთა იმაზე რომ შეექმნა მულტიმედიური და შემოქმედებითი პროგრამები, რომელთაც ექნებოდა უამრავი ინტერნეტ რესურსის პროგრამულად დამუშავების უნარი.კომპანიის დასახელება მოდის ნაკადულის სახელიდან, რომელიც მდებარეობს,კალიფორნიის-შტატში, ცნობილი დასახლებების Palo Alto-სა და Mountain View-ს შორის.
Remove ads
საქმიანობა
2009 წლის თებერვალში კომპანია Adobe Systems-ში მუშაობდა 7,173 ადამიანი, მათი დიდი ნაწილი მუშაობდა სან-ხოსეში. კომპანიას ასევე აქვს ფილიალები სიეტლში, (ვაშინგტონში), ნოიდაში (ინდოეთი) და ოტავაში (კანადა).
პროდუქცია
- ძირითადი პაკეტები
- Adobe Photoshop, Adobe InDesign, Adobe Illustrator, Adobe Fireworks, Adobe Soundbooth, Adobe Acrobat და Adobe Audition
- სერვერული პროგრამები
- Adobe ColdFusion, Adobe Content Server და Adobe LiveCycle Enterprise Suite
- ფორმატები
- Portable Document Format (PDF), PDF-ის წინამორბედიPostScript, ActionScript, Shockwave Flash (SWF) და Flash Video (FLV)
- ვებ-ჰოსტინგზე დამოკიდებული
- Adobe Kuler, Photoshop Express და Acrobat.com
- ვებ-დიზაინი
- Adobe Dreamweaver, Adobe Contribute, Adobe Muse, Adobe Flash Builder, Adobe Flash Catalyst, Adobe Flash და Adobe Edge
- ვიდეოს რედაქტირება და ვიზუალური ეფექტები
- Adobe Premiere Pro, Adobe After Effects, Adobe Prelude და Adobe SpeedGrade
- ელექტრონული შესწავლის პროგრამები
- Adobe Captivate
- საორგანიზაციო პროგრამები
- Adobe Extension Manager და Adobe Bridge
Remove ads
კომპანიის მთავარი შენაძენი
- Aldus Corp., 1994
- Frame Technology., 1995
- GoLive Systems., 1999
- Accelio., 2002
- Syntrillium., მაისი 2003
- Macromedia Inc., 2005
შემოსავალი
Adobe-ს ფისკალური წელი მიმდინარეობს დეკემბრიდან შემდეგი წლის ნოემბრამდე. მაგალითისათვის, 2007 წლის ფისკალური წელი დასრულდა 2007 წლის 30 ნოემბერს.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads