Amazon Kindle
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
Amazon Kindle (ˈʔæməzən 'kɪndl̩) — ელექტრონული წიგნის წამკითხავი მოწყობილობების სერია, რომელსაც გააჩნია ელექტრონული ფურცლის მხარდაჭერა. დეველოპერია Amazon.com, ხოლო მწარმოებელი - ფოქსკონი. Kindle რამდენიმე ტიპისაა: პირველი (გამოსვლის თარიღი: 19 ნოემბერი 2007), მეორე (23 თებერვალი 2009), მესამე (27 აგვისტო 2010) და DX (გამოდის 2009 წლიდან) ტიპის. მისი თავდაპირველი ფასი 399 ამერიკული დოლარი იყო. მუშაობს ლინუქსის (v2.6.10) ოპერაციულ სისტემაზე.
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
Kindle-ს აქვს Wi-Fi მოწყობილობის მხარდაჭერა, რათა მომხმარებელმა ინტერნეტის მეშვეობით იპოვოს სასურველი წიგნი, გაზეთი, ჟურნალი, გადმოწეროს ან იყიდოს ზოგიერთ ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ იგი გამოდგება ბლოგების და ელექტრონული ფოსტის შესამოწმებლადაც. გვერდ Amazon.com-ს აქვს Kindle-ის წიგნების ცალკე კატეგორია. არის უფასო და მეკობრული მეთოდით გავრცელებული წიგნებიც.
Remove ads
წაკითხვადი ფაილის ფორმატები
თავდაპირველი Kindle კითხულობდა მხოლოდ (MOBI, PRC) გაფართოების, უბრალოდ ტექსტური ფაილის (TXT), Topaz-ის ფორმატის (TPZ) და ამაზონის საკუთარი, დაცული ფორმატის (AZW) ტიპის ფაილების.
Kindle-ის მოდელები
პირველი თაობა
Kindle
ამაზონმა გამოუშვა პირველი თაობის Kindle 19 ნოემბერს, 2007, 399$-ად. ის გაიყიდა 5 საათსა და 30 წუთში და მარაგი სრულად ამოიწურა ამაზონის საწყობში აპრილის ბოლომდე, 2008. ის არის ერთადერთი Kindle რომლის მეხსიერების გაზრდაც SD ბარათით არის შესაძლებელი.
მოწყობილობას გააჩნია 6 დუიმიანი, 4-დონიანი შავ-თეთრი ეკრანი და 250 მბ შიდა მეხსიერება. ამაზონს არ გაუყიდია იგი შეერთებული შტატების გარეთ.
მეორე თაობა
Kindle 2
10 თებერვალს, 2009, ამაზონმა დააანონსა Kindle 2. გაყიდვაში გამოვიდა 23 თებერვლიდან, 2009. მას შეეძლო ტექსტის ხმამაღლა წაკითხვა და ჰქონდა 2 გბ შიდა მეხსიერება.
24 ნოემბერს, 2009, ამაზონდა გამოუშვა პროგრამის განახლება რომელმაც გაზარდა ბატარიის დრო 85%-ით და წარმოადგინა PDF მხარდაჭერა.
Kindle 2 საერთაშორისო ვერსია
7 ოქტომბერს, 2009, გამოუშვა საერთაშორისო ვერსია რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდა.
Kindle DX
ამაზონმა დააანონსა Kindle DX 6 მაისს, 2009. მას ჰქონდა დიდი ეკრანი, PDF მხარდაჭერა და აქსელერომეტრი. იყო უფრო მოსახერხებელი გაზეთების და სახელმძღვანელოების წასაკითხად.
Kindle DX Graphite
1 ივლისს, 2010, ამაზონმა გამოუშვა ახალი ვერსია Kindle DX „Graphite“ ახალი ელ მელნიანი ეკრანით.
მესამე თაობა
Kindle Keyboard Wi-Fi და Wi-Fi/3G
ამაზონმა დააანონსა ახალი თაობის Kindle 28 ივლისს, 2010. ამაზონი არ იხსენიებდა მას როგორც Kindle 3 მაგრამ მას მიმომხილველები ხშირად ზუსტად ასე იხსენიებდნენ.
ეს Kindle ხელმისაწვდომი იყო 2 ვერსიად. ერთი Wi-Fi კავშირით, US$139, და მეორე, ორივე 3G და Wi-Fi კავშირით. ორივე იყენებდა ახალ E ink „Pearl“ ეკრანს.
მეოთხე თაობა
Kindle
28 სექტემბერს, 2011, ამაზონმა დააანონსა ახალი მოდელი $79 და $109, რეკლამებით და მათ გარეშე შესაბამისად. შეინარჩუნა ძველი 6’’ ეკრანი და დაამატა ექსპერიმენტული ვებ ბრაუზერი. აქვს 9 ღილაკი, კლავიატურა ეკრანზე, 2გბ მეხსიერება და 2 თვიანი ბატარიის ტევადობა.
Kindle Touch Wi-Fi და Wi-Fi/3G
ამაზონმდა დააანონსა თაჩსკრინიანი ვერსია 28 სექტემბერს, 2011; გააჩნია Wi-Fi ($99 რეკლამებით, $139 ურაკლამო) ან Wi-Fi/3G კავშირი ($149 რეკლამებით, $189 ურეკლამოდ). 3G მობილურის ქსელით შესაძლებელია Kindleს მაღაზიასთან დაკავშირება, წიგნების და პერიოდიკის გადმოწერა და ვიკიპედიის ნახვა. გააჩნია ექსპერიმენტული ვებ ბრაუზერი, ინფრაწითელ მგრძნობიარე ეკრანი, 4გბ მეხსიერება და 2 თვიანი ბატარიის ტევადობა. 2012 წლის მარტიდან ხელმისაწვდომია გაერთიანებლ სამეფოში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში და იტალიაში.
მეხუთე თაობა
Kindle
6 სექტემბერს, 2012, ამაზონმდა წარმოადგინა ახალი თაობა. იწყება $69 რაკლამით და $89 ურეკლამო. აქვს შავი ჩარჩო, უკეთესი კონტრასტი და ფონტების ცვლაა შესაძლებელი, ასევე 167 PPI პიქსელების სიმჭიდროვე და ყველაზე მსუბუქია (170g).
Kindle Paperwhite
გამოვიდა 1 ოქტომბერს. აქვს 6" ეკრანი, 212 ppi ეკრანით (თითქმის-XGA რეზოლუცია 758×1024) ჩაშენებული განათებით. ხელმისაწვდომია ($119 რეკლამებით, $139 ურეკლამო) და Wi-Fi + 3G ($179 რეკლამით, $199 ურეკლამო) მოდელები. ბატარის სიცოცხლე 8 კვირა ყოველდღე ნახევარი საათი კითხვით.
LCD
Kindle Fire
ამაზონმა დააანონსა ანდროიდზე დაფუძნებული ფერადი სენსორულ ეკრანიანი ვერსია 28 სექტემბერს, 2011. გამოვიდა $199-ად და აქვს 7-დუიმიანი ეკრანი. იტევს 80 აპლიკაციას, პლიუს 10 კინო, ან 800 მუსიკა ან 6000 წიგნს. მის ვებ ბრაუზერია ამაზონ სილკი. არ აქვს 3G, მიკროფონი, კამერა და SD მხარდაჭერა. იტევს 8 გბ და 8 საათიანი ბატარიის დრო.
Kinfle Fire HD
Kindle Fire HD არის მეორე თაობის ამაზონის ფერადი პლანშეტი 2 სახის 7 და 8.9 დუიმიანი ეკრანით.
Kindle Fire HDX
Kindle Fire HDX არის მესამე თაობის Amazon's Kindle Fire-ის სერიის პლანშეტი. იგი არის 2 სახის - 7 და 8.9 დუიმიანი ეკრანით.
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads