Amusing Ourselves to Death
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
Amusing Ourselves to Death: Public Discourse in the Age of Show Business (1985) — ნილ პოსტმენის წიგნი. მისი ტექსტი მომდინარეობს პოსტმენის დისკუსიიდან, რომელიც ავტორმა გამართა 1984 წელს, ფრანკფურტის წიგნების ბაზრობაზე. იგი მონაწილეობდა ჯორჯ ორუელის „1984“-ისა და თანამედროვე სამყაროს განხილვაში. წიგნის წარდგენისას პოსტმენი ამტკიცებდა, რომ თანამედროვე სამყარო უფრო კარგად არის ასახული ოლდოს ჰაქსლის „საოცარი ახალი მსოფლიო“, რომელშიც კაცობრიობა კონტროლდება გართობით და არა „1984“, რომელშიც კაცობრიობას აკონტროლებენ მთავრობები.
წიგნი გამოიცა რვა ენაზე და გაიყიდა 200.000 ასლის ოდენობით. 2005 წელს პოსტმენის შვილმა ენდრიუმ წიგნი ხელახლა გამოსცა. Amusing Ourselves to Death ითვლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოცემას, რომელიც მედიის ეკოლოგიას მიმოიხილავს.[1]
1992 წელს როჯერ უოტერსის მიერ გამოიცა ალბომი Amused to Death, რომელიც ნაწილობრივ დაიწერა პოსტმენის წიგნის გავლენით.[2]
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
- Amusing Ourselves to Death ონლაინ-აუდიოწიგნი
- ინფორმაცია ნილ პოსტმენის შესახებ
- სტატიები პოსტმენის შესახებ დაარქივებული 2005-11-02 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads