Black Dog (სიმღერა)

From Wikipedia, the free encyclopedia

Black Dog (სიმღერა)
Remove ads

"Black Dog" — ინგლისური როკ-ჯგუფ ლედ ზეპელინის სიმღერა, პირველი მის ალბომზე Led Zeppelin IV. გამოვიდა სინგლის სახით აშშ-ში და ავსტრალიაში, b-მხარით "Misty Mountain Hop". Billboard Hot 100-ში მან #15 პოზიციამდე, ხოლო ავსტრალიაში - #10-მდე მიაღწია.

სწრაფი ფაქტები სინგლი — ლედ ზეპელინი, ალბომიდან Led Zeppelin IV ...

2004 წელს Rolling Stone-ის „ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერის“ სიაში „Black Dog“-მა #294 ადგილი დაიკავა.[5] იგივე სიაში, თუმცა უკვე 2010 წელს, სიმღერას #300 ადგილი მიენიჭა.[6] მუსიკალური სოციოლოგი დინა უაინსტაინი "Black Dog"-ს უწოდებს ლედ ზეპელინის ერთ-ერთ ყველაზე ცნობად სიმღერას.[7]

Remove ads

სახელწოდება

სიმღერის სახელწოდება ეხება უსახელო, შავ ლაბრადორ რეტრივერს, რომელიც სტუდია Headley Grange-თან დახეტიალობდა ჩაწერის დრო.[8][9] ძაღლი, მიუხედავად დიდი ასაკისა, სექსუალურად კვლავ აქტიური იყო, ისევე, როგორც სიმღერის მთავარი პერსონაჟი, რომელიც გამოხატავს გრძნობებს საყვარელი ქალისადმი. რობერტ პლანტი 1972 წლის ჩრდილო ამერიკული ტურნეს დროს მაყურებელს უამბობდა:

ვიკიციტატა
„მოდით, გიამბობთ ამ საბრალო ბებრი ძაღლის შესახებ, ადრე რეტრივერი რომ იყო და როდესაც დაბერდა, დარჩა მხოლოდ ბებერი ქალბატონი, რომელიც სტუდიიდან მილების მოშორებით ცხოვრობდა. ამ ქალის სანახავად საკმაოდ ხშირად დადიოდა, მერე კი მიატოვა და ა.შ., ამიტომ ვერ უბრუნდებოდა. ჩვენ კი შინ მიგვყავდა.[10]

ტექსტი "Eyes that shine burning red" (წითლად ანათებს თვალები) აგრეთვე უკავშირდება შავი ძაღლის ლეგენდას.

Remove ads

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads