Commodore 64 Games System

From Wikipedia, the free encyclopedia

Commodore 64 Games System
Remove ads

Commodore 64 Games System (აბრევიატურა C64GS) — კარტრიჯული მესამე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი Commodore 64-ის სახლის კომპიუტერების სერიიდან. აწაროებდა კომპანია Commodore International. გამოვიდა 1990 წლის დეკემბრის თვეში, იმ პერიოდში, როდესაც ბაზარზე დომინირებდნენ Nintendo-სა და Sega-ს სათამაშო კონსოლები.

სწრაფი ფაქტები მწარმოებელი, პროდუქტის ოჯახი ...

იგი გამოიცა მხოლოდ ევროპაში — დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში, თუმცა კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის მიზეზი იყო ის, რომ, ჟურნალ „Zzap 64“-მა გამოსვლიდან 2 თვით ადრე განაცხადა, რომ C64GS-ის გამოცემისთანავე მასზე ხელმისაწვდომი იქნებოდა 100 თამაში[2], თუმცა გამოსვლის შემდეგ თამაშების რაოდენობა 28-ს არ აღემატებოდა, რომელთაგანაც, მხოლოდ და მხოლოდ 9 იყო ექსკლუზივი. აგრეთვე კიდევ ერთი მიზეზი მოძველებული ტექნიკური მახასიათებლები იყო, რამაც ვერ უზრუნველყო კონკურენცია გაეწია ბაზარზე Super Nintendo Entertainment System-სა და Sega Mega Drive-ისთვის.

საერთო ჯამში კომპანიამ აწარმოა 80,000 ეგზემპლარი, საიდანაც მხოლოდ 20,000 გაიყიდა. C64-ს თან მოჰყვებოდა 4 თამაში: „Fiendish Freddy's Big Top O'Fun“, „International Soccer„, „Flimbo's Quest“ და „Klax“.

Remove ads

იხილეთ აგრეთვე

  • Commodore 64
  • Commodore MAX Machine

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads