Computer Space

From Wikipedia, the free encyclopedia

Computer Space
Remove ads

Computer Spaceკოსმოსური ბრძოლის ჟანრის არკადული ვიდეო თამაში, რომელიც შექმნეს Syzygy Engineering-ის დამფუძნებლებმა (შემდგომში Atari, Inc.), ნოლან ბუშნელმა და ტედ დებნიმ 1971 წელს. „Computer Space“ იყო პირველი არკადული ვიდეო თამაში, ისევე როგორც პირველი კომერციულად ხელმისაწვდომი ვიდეო თამაში.

სწრაფი ფაქტები დეველოპერ(ებ)ი, გამომცემელი ...

Computer Space არის 1962 წლის კომპიუტერული თამაშის „Spacewar!“-ის დერივატივი. თამაშში მოთამაშე მართავს კოსმოსურ ხომალდს, რომელიც ებრძვის კომპიუტერის მიერ კონტროლირებულ მფრინავ თეფშებს. მთავარი მიზანია გამოყოფილი დროის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი მტრის ხომალდის განადგურება. იმ შემთხვევაში თუ მოთამაშე მფრინავ თეფშებზე მეტ ქულას დააგროვებდა, მას დამატებითი რაუნდში მონაწილეობის უფლება ეძლეოდა. თამაში მოთავსებულია სპეციალურ მინაბოჭკოვან ფუტურისტულ აპარატში.

ბუშნელმა და დებნიმ თამაში 1970–1971 წლებში შექმნეს, როგორც „Spacewar!“-ის მონეტაზე მომუშავე ვერსია. მათ თავდაპირველად სურდათ, რომ იგი Data General Nova-ს მსგავს მინი-კომპიუტერებზე მინიმალური ხარჯებით გაეშვათ, მაგრამ მოგვიანებით გადაწყვიტეს ცენტრალური კომპიუტერი შეეცვალათ სპეციალურად შემუშავებული აპარატურით, რომელიც მხოლოდ ამ კონკრეტული თამაშის გასაშვებად იქნებოდა განკუთვნილი. სანამ ისინი ადრეულ კონცეფციაზე მუშაობდნენ, ბუშნელმა თამაშის დასამზადებლად Nutting Associates-თან დაიწყო თანამშრომლობა. Nutting-თან პარტნიორობით, მათ დაასრულეს პროდუქტი და პირველი სატესტო გაშვებები 1971 წლის აგვისტოში დაიწყეს.

პროექტის წარმატების მიუხედავად (1972 წლის შუა რიცხვებში გაყიდული იყო 1,000-ზე მეტი ასლი. საბოლოო ჯამში გაიყიდა 1,300–1,500 ერთეული), მან ვერ გაამართლა Nutting-ის მოლოდინები. 1972 წელს გამოვიდა „Computer Space“ კლონი — „Star Trek“ (1972), ხოლო Nutting-მა 1973 წელს, ბუშნელისა და დებნის მონაწილეობის გარეშე, „Computer Space“-ის ორმოთამაშიანი ვერსია გამოუშვა. „Computer Space“-ის გამოშვებით დასრულდა ვიდეო თამაშების ადრეული ისტორია და საფუძველი ჩაეყარა კომერციული ვიდეო თამაშების ინდუსტრიას.

Remove ads

ლიტერატურა

Remove ads

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads