Spacewar!

From Wikipedia, the free encyclopedia

Spacewar!
Remove ads

Spacewar! — კოსმოსური ბრძოლის ვიდეო თამაში, რომელიც 1962 წელს სტივ რასელმა მარტინ გრეცთან, უეინ ვიტანენთან, ბობ სანდერსთან, სტივ პაინერთან და სხვებთან თანამშრომლობით შექმნა. ის დაიწერა ახლად დაყენებული DEC PDP-1 მინი-კომპიუტერისთვის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. „Spacewar!“-ის შექმნის შემდეგ, მის განვითარებაში წვლილი შეიტანეს მიმდებარე უნივერსიტეტების სტუდენტებმა და თანამშრომლებმა, მათ შორის იყვნენ დენ ედვარდსი და პიტერ სემსონი. „Spacewar!“ პირველი ცნობილ ვიდეო თამაშია, რომლის თამაშიც მრავალ კომპიუტერულ სისტემაზე იყო შესაძლებელი.

სწრაფი ფაქტები დეველოპერ(ებ)ი, გამომცემელი ...
Remove ads

გეიმპლეი

თამაშში ფიგურირებს ორი კოსმოსური ხომალდი, „the needle“ და „the wedge“, რომლებიც ვარსკვლავის გრავიტაციის ზემოქმედების ქვეშ მანევრირებისას საჰაერო ბრძოლაში არიან ჩართულნი.[1][2] ორივე ხომალდს აკონტროლებენ მოთამაშეები. თითოეულ ხომალდს აქვს შეზღუდული შეიარაღება და საწვავი მანევრირებისთვის. მოთამაშის მიერ აჩქარების შეწყვეტის შემთხვევაშიც კი, ხომალდები ინარჩუნებენ მოძრაობას. ვარსკვლავთან ახლოს ფრენა გრავიტაციული აჩქარების მისაღებად გავრცელებული ტაქტიკა იყო. ხომალდები ნადგურდებიან ტორპედოსთან, ვარსკვლავთან ან ერთმანეთთან შეჯახებისას. ნებისმიერ დროს მოთამაშეს შეუძლია გამოიყენოს ჰიპერსივრცის ფუნქცია ეკრანზე ახალ და შემთხვევით ადგილას გადასასვლელად, თუმცა ზოგიერთ ვერსიაში ყოველი გამოყენება ზრდის ხომალდის განადგურების რისკს. თამაშს თავდაპირველად PDP-1-ზე არსებული გადამრთველებით აკონტროლებდნენ, თუმცა ბობ სანდერსმა შექმნა ადრეული გეიმპადი თამაშის კონტროლის სირთულისა და მოუხერხებლობის შესამცირებლად.

Remove ads

გავლენა ინდუსტრიაზე

„Spacewar!“ ვიდეო თამაშების ადრეული ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი თამაშია. ის მეტად პოპულარული იყო 1960-იანი წლების პროგრამისტების მცირე საზოგადოებებში და საჯარო დომენის კოდი ფართოდ იყო პორტირებული და ხელახლა შექმნილი იმ დროის სხვა კომპიუტერულ სისტემებზე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მონიტორების მქონე კომპიუტერული სისტემები ათწლეულის ბოლოს უფრო გავრცელებული გახდა. ის აგრეთვე ხელახლა შეიქმნა და ხელმისაწვდომია უფრო თანამედროვე პროგრამირების ენების გამოყენებით PDP-1 ემულატორებზე. მან პირდაპირი გავლენა მოახდინა ბევრ სხვა ვიდეო თამაშზე, როგორებიცაა პირველი კომერციული არკადული ვიდეო თამაშები, „Galaxy Game“ და „Computer Space“ (ორივე 1971 წელს), და მოგვიანებით თამაშები, როგორიცაა „Asteroids“ (1979). 2007 წელს „Spacewar!“ დასახელდა ისტორიაში ათ ყველაზე მნიშვნელოვან ვიდეო თამაშს შორის, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა კონგრესის ბიბლიოთეკის თამაშების კანონს, ხოლო 2018 წელს ორგანიზაციების The Strong და ელექტრონული თამაშების ისტორიის საერთაშორისო ცენტრის მიერ ის შეყვანილი იქნა მსოფლიო ვიდეო თამაშების დიდების დარბაზში.

Remove ads

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads