Counter-Strike: Source

From Wikipedia, the free encyclopedia

Counter-Strike: Source
Remove ads

Counter-Strike: Sourceპირველი პირის შუტერი ვიდეო თამაში, რომელიც შეიქმნა Valve და Turtle Rock Studios-ის მიერ. გამოვიდა 2004 წლის 1 ნოემბერს Windows-ისთვის, ეს არის Counter-Strike-ის რიმეიკი. თამაში Source ძრავზეა აწყობილი. Counter-Strike-ის მსგავსად Counter-Strike: Source-ც იგივე პრინციპს მიყვება. თამაში თავიდან მოყვებოდა Half-Life 2-ს, სანამ მისი დამოუკიდებლად წარმოება დაიწყებოდა.

სწრაფი ფაქტები დეველოპერ(ებ)ი, გამომცემელი ...
Remove ads

თამაშის პროცესი

Thumb
Counter-Strike:Source

თამაშის პროცესი ზუსტად იგივენაირია როგორც Counter-Strike-ში, მოთამაშეს შეუძლია შეუერთდეს, როგორც ტერორისტების ისევე კონტრ-ტერორისტულ გუნდს ან იყოს დამკვირვებელი. შეუძლია აირჩიოს 4 განსხვავებული ჩაცმულობა(ტერორისტებისთვის სხვაა კონტრ-ტერორისტებისთვის სხვა). რაუნდის დაწყებამდე არის რამდენიმეწამიანი დროის მონაკვეთი იარაღების და სხვა ამუნიციის შესაძენად, ამ დროს მოძრაობა და შეტევა შეუძლებელია. რაუნდის განმავლობაში შესაძლებელია უკან დაბრუნება და სასურველი შეიარაღების ყიდვა ხელახლა. აგრეთვე არსებობს ნეიტრალური ადგილი, სადაც ორივე გუნდის წევრს შეუძლია ყიდვა(დამოკიდებულია რუკის მონაცემებზე). მოთამაშე, რომელიც „მოკვდება“ შემდეგ რაუნდში ძირითადი აღჭურვილობით იქნება, გადარჩენილს უნარჩუნდება შეიარაღება.

თამაშის დროს შესაძლებელია სასურველი სახელისა და ლოგოს (სპრაის) არჩევა. არის მრავალფეროვანი რუკების არჩევანი და საერთო ჩატის ფუნქცია.

Remove ads

მიმოხილვა

სწრაფი ფაქტები შეფასება, საერთო შეფასება ...

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads