Do What U Want

From Wikipedia, the free encyclopedia

Do What U Want
Remove ads

Do What U Want“ (ქართ. აკეთე, რაც გინდა) — ამერიკელ პოპ-მომღერალ ლედი გაგას რიგით მეორე სინგლი ალბომიდან Artpop (2013), რომელიც შესრულებულია დუეტში ამერიკელ R&B მომღერალ რ. კელისთან ერთად. სიმღერის ავტორები არიან გაგა, DJ White Shadow, რ. კელი, მარტინ ბრესო და William Grigahcine, ხოლო სიმღერის პროდიუსერები არიან გაგა და DJ White Shadow. სიმღერის ნაწყვეტის პრემიერა გაიმართა 2013 წლის 17 ოქტომბერს ამერიკულ ყურსასმენების ბრენდ Beats by Dr. Dre-ს რეკლამაში. 2013 წლის 21 ოქტომბერს სიმღერა გამოვიდა როგორც ალბომის პირველი პრომო სინგლი, თუმცა მას შემდეგ, რაც სიმღერამ დაიკავა ნომერ პირველი ადგილი iTunes-ის 64 ქვეყანაში, გადაწყდა, რომ სიმღერა გამოსული როგორც მეორე სინგლი ალბომიდან ARTPOP.

სწრაფი ფაქტები ალბომიდან Artpop, გამოსვლის თარიღი ...

Do What U Want არის R&B სტილის სიმღერა, რომელსაც თან ახლავს 80-იანი წლების სინთპოპის ელემენტები, სიმღერა ასევე შეიცავს ელექტრონულ დარტყმებს. სიმღერის ტექსტში გაგა მოგვითხრობს, რომ მისი აზრები, ოცნებები, გრძნობები და მისი სხეული ეკუთვნის მხოლოდ მას და არ აიტერესებს, თუ რას ფიქრობს საზოგადოება მის სხეულზე. სიმღერამ გამოსვლისთანავე კრიტიკოსების მხრიდან დაიმსახურა დადებითი შეფასება და აღნიშნული იქნა 80-იანი წლების მუსიკის გავლენა. მათ ასევე გაგას ვოკალი შეადარეს ტინა ტერნერის და კრისტინა აგილერას ვოკალს. სიმღერამ ბილბორდის ცხელ ასეულში დაიკავა მე-13 პოზიცია.

გაგამ სიმღერა რამდენიმეჯერ ცოცხლად შეასრულა, მათ შორის ბრიტანულ The X Factor-ში, შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში და ამერიკული მუსიკის დაჯილდოებაზე დუეტში რ. კელისთან ერთად. გაგამ იგი ასევე შეასრულა ამერიკული The Voice-ის ფინალში, დუეტში კრისტინა აგილერასთან ერთად. სიმღერის სოლო ვერსია აგრეთვე შესრულდა ბრიტანულ შოუში The Graham Norton Show, სადაც დამატებული იქნა ახალი ტექსტი. სიმღერაზე მომღერალმა გადაიღო მუსიკალური ვიდეო, რომლის რეჟისორი არის ფოტოგრაფი და Haus of Gaga-ს წევრი ტერი რიჩარდსონი, ვიდეოს პრემიერა დაგეგმილი იყო 2013 წლის დეკემბერში, თუმცა მოგვიანებით ვიდეოს გამოშვება უცნობი მიზეზების გამო გაუქმდა. გაგამ სიმღერაზე გამოუშვა რემიქსები, ჩაწერილი დუეტში ამერიკელ რეპერ რიკ როსთან ერთად და პოპ-მომღერალ კრისტინა აგილერასთან ერთად.

Remove ads

სიმღერების სია

  • ციფრული ჩამონატვირთი[1]
  1. "Do What U Want" რ. კელისთან ერთად – 3:48
  • ციფრული ჩამონატვირთი – რემიქს სინგლი[2]
  1. "Do What U Want" რ. კელისთან და რიკ როსთან ერთად (DJWS-ის რემიქსი) – 4:19
  • ციფრული ჩამონატვირთი – რემიქს სინგლი[3]
  1. "Do What U Want" კრისტინა აგილერასთან ერთად – 3:36
  • ციფრული რემიქსების ალბომი[4]
  1. "Do What U Want" რ. კელისთან ერთად (DJ White Shadow-ის რემიქსი) – 4:03
  2. "Do What U Want" რ. კელისთან ერთად (სამანთა რონსონის რემიქსი) – 4:27
  3. "Do What U Want" რ. კელისთან ერთად (Kronic-ის რემიქსი) – 5:12
  4. "Do What U Want" კრისტინა აგილერასთან ერთად (Steven Redant Madrid Radio Remix) – 4:00
  5. "Do What U Want" კრისტინა აგილერასთან ერთად (Steven Redant Madrid Club Remix) – 7:31
  6. "Do What U Want" კრისტინა აგილერასთან ერთად (Steven Redant Barcelona Remix) – 6:28
  7. "Do What U Want" კრისტინა აგილერასთან ერთად (Red Ant & Amp Lexvas Deep House Remix) – 6:50
Remove ads

გამოცემების ისტორია

მეტი ინფორმაცია რეგიონი, თარიღი ...
Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads