F-22 Raptor
Lockheed Martin-ისა და Boeing-ის მიერ შემუშავებული Stealth Aircraft From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
F-22 Raptor — Lockheed Martin-ის მიერ წარმოებული ამერიკის შეერთებული შტატების ერთადგილიანი, ორ ძრავიანი სტელსის სისტემის მეხუთე თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომელიც შეიქმნა 1980-იან წლებში გამოშვებული F-15 Eagle-ს შესაცვლელად. აშშ-ის შეიარაღებაში შევიდა 2000-იან წლებში, მხოლოდ 187 F-22 არის შეკვეთილი. მისი ექსპორტი აკრძალულია, მიუხედევად იმისა, რომ იაპონიამ, ისრაელმა და ავსტრალიამ ინტერესი გამოიჩინა.
Remove ads
კრიტიკა
ზოგიერთი მას იწუნებს რადგან ფიქრობს, რომ იგი არაა გათვლილი ასიმეტრიული კონფლიქტებისთვის, რომლებშიც ამერიკელები მონაწილეობენ (ავღანეთის ომი, ერაყის ომი) და რომლებშიც, მათი აზრით, საჭიროა მოიერიშე თვითმფრინავები და არა ცივი ომის ტიპური საჰაერო უპირატესობის მფლობელი თვითმფრინავები.
ომებში მომაწილეობა
2011 წლის მონაცემებით სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა არ მიუღია.
ავარიები
2004 წლის 20 დეკემბერს, ნელის ბაზიდან აფრენის შემდეგ ერთი F-22 მაშინვე ჩამოვარდა. მფრინავმა დროულად მოახდინა კატაპულტირება და გადარჩა[1].
2009 წლის 25 მარტს, ერთი F-22 ჩამოვარდა ედვარდსის ბაზიდან დაახლოებით 10 კილომეტრის დაშორებით. მფრინავი არ მსახურობდა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში. იგი მუშაობდა კომპანია Lockheed-თვის. დაიღუპა[2].
სქოლიო
რესურსები ინტერნეტში
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads