ერაყის ომი

From Wikipedia, the free encyclopedia

ერაყის ომი
Remove ads

ერაყის ომი[კომ 1]ომი რომელიც დაიწყო 2003 წელს მულტი ნაციონალური კოალიციის ერაყში შეჭრით, აშშ-ის ხელმძღვანელობით სადამ ჰუსეინის ძალაუფლებიდან ჩამოგდების მიზნით. კონფლიქტი გაგრძელდა ათწლეულის ბოლომდე, მას შემდეგ რაც ერაყელი მეამბოხეები შეეწინააღმდეგნენ კოალიციის ოკუპაციის ძალებს და ერაყის ახალ შიიტურ მთავრობას.[57] კონფლიქტის, პირველ სამ-ოთხ წელში დაახლოებით 151 000-600 000 ერაყელი დაშავდა ან გარდაიცვალა. აშშ-მ ძალები ერაყიდან ოფიციალურად 2011 წელს გამოიყვანა, თუმცა სირიის სამოქალაქო ომის და ისლამური სახელმწიფოს გაფართოების შემდეგ, 2014 წელს ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ შეიარაღებული ძალების ერაყში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს. ბევრი ყოფილი სამხედრო აიყვანეს როგორც თავდაცვის კონტრაქტორები და პირადი სამხედრო კომპანიები.[58][59] აშშ 2014 წელს ერაყში დაბრუნდა როგორც ახალი კოალიციის მეთაური. 2003 წელს ერაყში შეჭრა განხორციელდა როგორც ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის ტერორზე ომის ნაწილილი 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ.[60]

სწრაფი ფაქტები ერაყის ომი, თარიღი ...

2002 წლის ოქტომბერში, აშშ-ის კონგრესმა პრეზიდენტ ჯორჯ უოლკერ ბუშს მისცა უფლება გამოეყენებინა სამხედრო ძალა ერაყის წინააღმდეგ, თუ ის ასე გადაწყვეტდა.[61] ერაყის ომი დაიწყო 2003 წლის 20 მარტს,[62] როდესას აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და კოალიციის სხვა მოკავშირეებმა დაიწყეს დაბომბვების კამპანია „შოკი და შიში“. ერაყის შეიარაღებული ძალები მალევე დამარცხდნენ და კოალიციის ძალებმა სრულიად ერაყის ოკუპაცია მოახერხეს. 2003 წლის ერაყში შეჭრას მოჰყვა ბაათისტური მთავრობის დაცემა, ოპერაცია წითელი განთიადისას სადამ ჰუსეინის დაპატიმრება და 2006 წელს მისი სიკვდილით დასჯა. სადამ ჰუსიეინის მიერ დატოვებულ პოლიტიკური ძალაუფლების ვაკუუმს და კოალიციის დროებითი მმართველობის არაეფექტურობამ გამოიწვია ერაყის 2006-2007 წლების სამოქალაქო ომი, სადაც ერთმანეთს ებრძოდნენ შიიტური, სუნიტური დაჯგუფებები და კოალიციის ძალები. ბევრ ძალადობრივი მეამბოხეების დაჯგუფებებს მხარს უჭერდნენ ირანი და ალ-კაიდა. აშშ-მ სამოქალქო ომის წამოწყებას უპასუხა 170 000 სამხედრო ერაყში გადაყვანით 2007 წელს.[63] სამხედროების რაოდენობის გაზრდამ გაზარდა ერაყის მთავრობის და შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლი და ბევრი ჯორჯ უოლკერ ბუშის ამ გადაწყვეტილებას დიდ წარმატებად მიიჩნევდა.[64] აშშ-ის სამხედროების მიერ ერაყის დატოვება დაიწყო ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას. აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყი ფორმალურად 2011 წლის დეკემბერში დატოვეს.[65]

Remove ads

კომენტარი

  1. კონფლიქტი ასევე ცნობილია როგორც ომი ერაყში, ერაყის ოკუპაცია, სპარსეთის ყურის მეორე ომი, სპარსეთის ყურის ომი II. 2003 წლიდან 2010 წლამდე მოიხსენიებდნენ როგორც ეპერაცია ერაყის თავისუფლებას და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ცნობილი იყო როგორც ოპერაცია ახალი განთიადი 2010-2011 წლებში.

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads