F-35 Lightning II
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
Lockheed Martin F-35 Lightning II — კვლევის სტადიაზე მყოფი ერთადგილიანი, ერთ ძრავიანი, მეხუთე თაობის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი. იგი გათვლილია საიერიშო, სადაზვერვო და საჰაერო თავდაცვის მისიებისთვის სტელსის ტექნოლოგიების გამოყენებით.[10] F-35-ს გააჩნია სამი ძირითადი მოდელი: პირველი გათვლილია მოკლე გარბენით აფრენა-დაჯდომაზე, მეორე — ვერტიკალურ აფრენა-დაჯდომაზე, ხოლო მესამე — სპეციალურად ავიამზიდებისთვის.
F-35 წარმოიშვა Lockheed Martin X-35-სგან, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს პროგრამის Joint Strike Fighter (JSF) ფარგლებში შექმნილ პროდუქტს. JSF პროგრამას ახორციელებს აშშ-ის მთავრობა, გაერთიანებული სამეფოსა და სხვა რამდენიმე ქვეყნის მთავრობის დამატებითი სახსრებით. პარტნიორი ქვეყნები წარმოადგენენ ან ნატოს წევრებს, ან აშშ-ის მოკავშირეებს. F-35-მა თავისი პირველი გაფრენა 2006 წლის 15 დეკემბერს განახორციელა.
აშშ აპირებს სულ 2 443 ასეთი თვითმფრინავის შეძენას, რომელთა საერთო ღირებულება აღწევს 323 მილიარდ დოლარს, რაც ყველაზე ძვირადღირებული თავდაცვითი პროგრამა იქნება, რაც კი ოდესმე განხორციელებულა.[11]
Remove ads
მახასიათებლები (F-35A)
მახასიათებლები აღებულია Lockheed Martin-ის,[12][13][14] F-35 JSF სტატისტიკის გვერდებიდან[15] და F-35 პროგრამის მოკლე მიმოხილვიდან.[16]


ეკიპაჟი : 1 კაცი.
სიგრძე : 15.67 მ.
ფრთებს შორის მანძილი : 10.7 მ.
სიმაღლე : 4.33 მ.
ფრთების ფართობი : 42.7 მ2.
ცარიელის წონა : 13 300 კგ.
დატვირთულის წონა : 22 470 კგ.
მაქსიმალური ასაფრენი წონა : 31 800 კგ.
შიდა საწვავის ავზის მოცულობა : 8 382 კგ.
ძრავების რაოდენობა და ტიპი: 1, Pratt & Whitney F135, ფორსირებული ტურბოძრავა.
მაქსიმალური სიჩქარე : 1 930 კმ/სთ
Remove ads
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: F-35 Lightning II
- JSF-ის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2007-10-27 საიტზე Wayback Machine. , ვიდეოები ამ საიტიდან დაარქივებული 2010-03-15 საიტზე Wayback Machine.
- F-35-ის ჯგუფის ოფიციალური საიტი
- JSF-ის გაერთიანებული სამეფოს ჯგუფი დაარქივებული 2001-05-21 საიტზე Wayback Machine.
- F-35 – სამეფო-საჰაერო ძალები დაარქივებული 2007-09-28 საიტზე Wayback Machine.
შენიშვნები
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads