General Instrument

From Wikipedia, the free encyclopedia

Remove ads

General Instrument (GI)ელექტრონიკის მწარმოებელი ამერიკული კომპანია, რომელიც სპეციალიზებული იყო ნახევარგამტარებსა და საკაბელო ტელევიზიის მოწყობილობებზე.

სწრაფი ფაქტები დარგი, დაფუძნდა ...

დაარსდა 1939 წელს. 1950-1960-იან წლებში იგი დიოდებისა და ტრანზისტორების წარმოებით იყო დაკავებული. 1960-იანი წლებიდან კომპანია აგრეთვე გახდა ციფრული მიკროსქემების მწარმოებელი. 1976 წელს შექმნა PIC მიკროპროცესორების ხაზი.

1989 წელს პროცესორების შემმუშავებელი განყოფილება, Microelectronics Division გამოეყო General Instrument-ს და ცალკე კომპანიად, Microchip Technology ჩამოყალიბდა.[1] 1997 წელს General Instrument დაიყო სამ ცალკეულ კომპანიად: General Semiconductor, CommScope და NextLevel Systems (საკაბელო და სატელიტური ტელევიზიის სისტემები, რომელსაც მოგვიანებით ისევ GI ეწოდა).

გაყოფის შედეგად შექმნილი ახალი კორპორაცია General Instrument, 2000 წელს Motorola-მ 17 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინა.[2][3]

Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads