Hewlett-Packard
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ჰიულეტ-პაკარდი (The Hewlett-Packard Company) ან უბრალოდ HP, იყო ამერიკული კორპორაცია, საოფისე და სამედიცინო აპარატურის მწარმოებელი ლიდერი მსოფლიო ბაზარზე. მდებარეობდა პალო-ალტო-ში, კალიფორნიაში.
2015 წლის 1 ნოემბერს კომპმანია გაიყო ორ ნაწილად: ერთს დაერქვა HP Inc ხოლო მეორეს - Hewlett Packard Enterprise[2].
Remove ads
კომპანიის ისტორია
დაარსება

ვილიამ (ბილ) ჰიულეტმა[3] და დევიდ (დეივ) პაკარდმა ერთად დაამთავრეს ელექტრონული საინჟინრო-სამშენებლო ტექნიკის უნივერსიტეტი 1934 წელს. კომპანიამ დაარსება დაიწყო პალო-ალტოსთან მდებარა პატარა ავტოფარეხში[4] .
პარტნიორობა ოფიციალურად გაფორმდა და კომპანია დაარსდა 1939 წლის 1 იანვარს, 538 აშშ დოლარის დაბანდებით [5][6] . ჰიულეტი და პაკარდი მონეტას ისროდნენ იმის გადასაწყვეტად, თუ რომელი სახელი დაერქმიათ კომპანიისთვის: ჰიულეტ-პაკარდი თუ პაკარდ-ჰიულეტი[7]. პაკარდმა მოიგო, მაგრამ საბოლოოდ მაინც მათ თავიანთ ელექტრონულ საწარმოს ”ჰიულეტ-პაკარდი კომპანია” დაარქვეს.
HP გაერთიანდა 1947 წლის 8 აგვისტოს, და საზოგადოებაში გავიდა 1957 წლის 6 ნოემბერს.
თავდაპირველად ისინი ბევრ პროექტზე მუშაობდნენ. მათი პირველი ფინანსურად ყველაზე წარმატებული პროდუქცია იყო აუდიოსისტემების სატესტირებელი ხმოვანი გენერატორი Model 200A, რომელიც შეისყიდა უოლტ დისნეის სტუდიამ თითოეული 71.50 აშშ დოლარად.
კომპანიის წარმატებები
1966 წელს შეიქმნა ჰიულეტ-პაკარდის პირველი კომპიუტერი. 1970-იან წლებში, კომპანიის მეინფრეიმები კონკურენციას უწევდნენ IBM-ის წარმოების ანალოგიურ მანქანებს. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მიზნით, 1997 წელს შეიქმნა სპეციალური განყოფილება Hewlett-Packard Laboratories, რომელშიც ინვესტიციის სახით ჩაიდო 3 მილიარდი დოლარი. 2002 წელს კომპანია გაერთიანდა კომპანია კომპაკთან (Compaq), რის შედეგადაც მსოფლიოში მოიპოვა პერსონალური კომპიუტერების გაყიდვების ლიდერის სტატუსი. 2005 წლის მონაცემებით, კორპორაციის წლიურმა ბრუნვამ 86 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო 2014 წლის მონაცემებით - $111 მილიარდს გაუტოლდა[1].
Remove ads
წარმოებული პროდუქცია
- შავ–თეთრი ლაზერული პრინტერები – HP LaserJet
- ფერადი ლაზერული პრინტერები – HP Color LaserJet
- ფერადი ჭავლური პრინტერები HP DeskJet და HP Photosmart
- მრავალფუნქციონალური მოწყობილობები – HP OfficeJet და HP PSC
- HP ScanJet
ციფრული კამერები
- HP Photosmart
პორტატული ჯიბის კომპიუტერები
- HP iPAQ
- HP Lx
- HP Jornada
- HP OmniGo
ნოუთბუკები
- HP Pavilion
- Compaq Presario
- HP Compaq nx
- HP Compaq nc
- HP Compaq nw
- HP Pavilion
- HP Kayak
- HP Vectra
- HP Brio
- HP Compaq
- HP Workstation
- HP ProLiant ML
- HP ProLiant DL
- HP ProLiant BL
- HP 9000
- HP AlphaServer
Remove ads
სქოლიო
რესურსები ინტერნეტში
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads
