IPod

Apple-ის მიერ შემუშავებული პორტატული ციფრული მედია ფლეერი From Wikipedia, the free encyclopedia

IPod
Remove ads

iPod — პორტატული მედია დამკვრელების ბრენდი, გაშვებული 2001 წლის 23 ოქტომბერს, რომლის დიზაინს და მარკეტინგს კომპანია Apple ახდენს. ამჟამად ხაზი შედგება ძირითად, მყარ დისკზე დაფუძნებულ iPod Classic-ს, ძვირადღირებულ სენსორულ ეკრანიან iPod Touch-ს, საშუალო კლასისთვის განკუთვნილ ვიდეო შესაძლებლობებიანი iPod Nano-ს და დაბალფასიანი უეკრანო iPod Shuffle-ისგან. ყოფილი პროდუქტებია: კომპაქტური iPod Mini (რომელიც iPod Nano-მ შეცვალა) და ძვირადღირებული დამატებითი ხაზი iPod Photo (რომელიც რეინტეგრირებულ იქნა iPod Classic-ის ხაზში). iPod Classic-ის მოდელები მედიას შინაგან მყარ დისკზე ინახავს, დანარჩენი მოდელები, გარდა Microdrive-ზე დაფუძნებული მინისა, მათი მცირე ზომის გათვალისწინებით, ფლეშ მეხსიერებაზე არის დაფუძნებული. სხვა ციფრული მედია დამკვრელების მსგავსად, iPod-ების ინფორმაციის გარეგან მატარებლებად გამოყენებაც არის შესაძლებელი.

სწრაფი ფაქტები მწარმოებელი, ტიპი ...

iPod-ებში მედიის გადასატანად Apple-ის პროგრამა iTunes გამოიყენება. iTunes ჯუკბოქს-პროგრამაა, რომელიც კომპიუტერში არსებული მუსიკალური ფაილებისგან შედგენილ მუსიკალურ ბიბლიოთეკას ინახავს; ასევე შეუძლია კომპაქტ დისკების წაკითხვა, ჩაწერა და კოპირება. მისივე მეშვეობით ხდება კომპიუტერიდან ვიდეოების, კალენდრის მოვლენების, კონტაქტების და თამაშების iPod-ის იმ მოდელებში შეტანა, რომელთაც ზემოთ ჩამოთვლილების მხარდაჭერა აქვს. 2007 წლის ოქტომბრის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით iPod-ის ხაზის 199 მილიონი ერთეულია გაყიდული, რითაც ის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი დამკვრელია.

Remove ads

ისტორია და დიზაინი

iPod-ის იდეა Apple-ის ციფრული ცენტრის სტრატეგიიდან მოვიდა, როდესაც კომპანიამ ციფრული მოწყობილობების მზარდი ბაზრიდან გამომდინარე, პროგრამების შექმნა დაიწყო. ციფრულ ფოტოაპარატებს, კამერებს და ორგენაიზერებს კარგად ჩამოყალიბებული მეინსტრიმული ბაზარი ჰქონდა, მაგრამ კომპანიამ აღმოაჩინა, რომ იმ დროისთვის არსებული ციფრული მუსიკალური დამკვრელები „დიდი და მოუხერხებელი ან პატარა და გამოუსადეგარი იყო“. სამომხმარებლო ინტერფეისებით, რომლებიც „დაუჯერებლად საშინელი“ აღმოჩნდა. ამის გამო Apple-მა საკუთარი პროდუქტის შექმნა გადაწყვიტა. Apple-ის მოწყობილობების ინჟინერიის განყოფილების თავმჯდომარემ, ჯონ რუბენშტეინმა, სტივ ჯობსის დავალებით, ინჟინრების ჯგუფი შეკრიბა დამკვრელი შესამუშავებლად, რომელშიც ტონი ფადელი და დიზაინერ-ინჟინერი ჯონათან აივიც შედიოდა. პროდუქტი ერთ წელზე ნაკლებ დროში შემუშავდა და საზოგადოებას 2001 წლის 23 ოქტომბერს წარედგინა. აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ჯობსმა ის გამოაცხადა, როგორც მაკ-შეთავსებადი პროდუქტი, 5 გიგაბაიტიანი მყარი დისკი, რომლის მეშვეობითაც ჯიბეში 1,000 სიმღერის ჩადება იყო ძშესაძლებელი.

Apple-ისთვის უჩვეულოდ, მან iPod-ის პროგრამა თავიდან ბოლომდე თავად არ განავითარა. ამის მაგივრად მან PortalPlayer-ის პლატფორმას მიმართა, რომელიც 2 ARM ბირთვზე იყო დაფუძნებული. პლატფორმა ზედაპირულ პროგრამას იყენებდა, რომელიც გაშვებული იყო კომერციულ, მიკროკერნელ ჩაშენებულ ოპერატიულ სისტემაში. Apple-მა კონტრაქტი დადო მეორე კომპანია, Pixo-სთან, რათა ის, სტივ ჯობსის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ, დახმარებოდა კომპანიას სამომხმარებლო ინტერფეისის დიზაინში და განვითარებაში. დაფუძნების შემდეგ, Apple მუდმივად აგრძელებდა პროგრამის ინტერფეისის და დეტალების განახლებას. iPod Mini-დან დაწყებული, ფონტი Chicago Espy Sans-ით შეიცვალა. მოგვიანებით iPod-ები გადაერთვნენ Podium Sans-ზე, Apple-ის კორპორატიულ ფონტ, Myriad-ის მსაგვს ფონტზე. შემდეგ, ფერად ეკრანიანმა iPod-ებმა Mac OS X-ის რამდენიმე თემა გადაიღეს, როგორიცაა აქუა პროგრესი და გახეხილი მეტალის თემა დახურულ ინტერფეისში. 2007-ში, Apple-მა ისევ მოახდინა iPod-ის ინტერფეისის მოდიფიცირება, მეექვსე თაობის iPod Classic-ში და მესამე თაობის iPod Nanoში, ძველი ფონტის Helvetica-თი შეცვლით, და ხშირ შემთხვევაში ორად გაყოფილი ეკრანით, რომლის ერთ ნახევარზე მენიუა გამოსახული, ხოლო მერე ნახევარზე ალბომის გარეკნების, ვიდეოების ან სურათების ზუმირებულ, მოძრავ გამოსახულებებს აჩვენებს (იმისდა მიხედვით, თუ რომელი კატეგორიაა მონიშნული).

Remove ads

მოდელები

iPod-ის გაუმჯობესება მრავალჯერ მოხდა, და ყოველ მნიშვნელოვან განახლებას "თაობა" ჰქვია. მხოლოდ უახლესი თაობია მოდელები და წინა თაობია გადახარისხებული iPod-ის მოდელებია ხელმისაწვდომი Apple-ისგან. ყოველ მომდევნო თაობას ჩვეულებრივ მეტი ფუნქციები და გაუმჯობესები აქვს, ამავე დროს ისინი უფრო პატარები და მსუბუქები არიან მათ წინამორბედებზე, მაშირ როცა ისინი ინარჩუნებენ (არა ყოველთვის) ძველი მოდელების ფასებს. აღსანიშანვი ცვლილებებია მექანიკური ბორბლის შეხების მგრძნობიარეთი შეცვლა, ფერადი ეკრანების გამოყენება და მყარი დისკების ფლეშ მეხსიერებით ჩანაცვლება.

მეტი ინფორმაცია მოდელი, თაობა ...
Thumb
iPod-ის გაყიდვები კვარტალების მიხედვით.
Remove ads

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
Remove ads
Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads