Windows XP

From Wikipedia, the free encyclopedia

Windows XP
Remove ads

Windows XPMicrosoft-ის ოპერაციული სისტემა რომელიც შედის Windows NT-ის ოჯახში. იგი გამოუშვეს 2001 წლის 25 ოქტომბერს. სახელწოდება XP წამოვიდა ინგლისური სიტყვიდან experience (გამოცდილება). სისტემის გამოცემიდან მოყოლებული, 2006 წლის იანვრის მონაცემებით მთელ მსოფლიოში უკვე გამოიყენებოდა მისი 400 მილიონი ასლი. სისტემის წარმატებამ გამოიწვია Microsoft-ის შემდეგი ოპერაციული სისტემით, Windows Vista დაინტერესება (რომელიც 2007 წლის 30 იანვარს გამოვიდა).

სწრაფი ფაქტები შემქმნელი, წყაროს მოდელი ...

არსებობს Windows XP-ს რამდენიმე გამოცემა. ყველაზე ცნობილია Windows XP Home Edition (სახლისათვის) და Windows XP Professional (დამატებითი ფუნქციებით, რომელთა შორის არის სერვერების დომენებისა და ორი ფიზიკური პროცესორის მხარდაჭერა). ასევე პოპულარობით სარგებლობდა Windows XP Media Center Edition, რომელიც გათვლილი იყო ისეთ კომპიუტერებზე, რომელთა მფლობელები ტექნიკას მხოლოდ ტელეეთერის სანახავად და მუსიკის მოსასმენად იყენებდნენ. ხოლო Windows XP Tablet PC Edition შეიქმნა პლანშეტის ტიპის კომპიუტერების მფლობელთათვის.

Windows XP ორი ტიპის - 64 და 32 ბიტიანი - პროცესორისათვის იქნა გამოცემული.

2014 წლის 8 აპრილს, Microsoft-მა Windows XP-ის მხარდაჭერა ოფიციალურად შეწყვიტა.

Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads