I Disappear
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
I Disappear — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის სიმღერა, რომელიც გამოვიდა სინგლის სახით მხოლოდ გერმანიაში 2000 წლის 26 იანვარს.[1] სიმღერა წარმოადგენს მეტალიკის მიერ შეტანილ წვლილს ალბომში Music from and Inspired by Mission: Impossible II და საუნდტრეკს ფილმისთვის „შეუსრულებელი მისია 2“. სიმღერამ მიაღწია პირველ ადგილს ბილბორდის ჩარტში ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკები და იმყოფებოდა ამ პოზიციაზე შვიდი კვირის (არა თანმიყოლებით) განმავლობაში 2000 წლის ზაფხულში. სიმღერა არ შედის მეტალიკის არც ერთ სტუდიურ ალბომში. სიმღერა მეტალიკის უკანასკნელი სტუდიური ნამუშევარია, რომელშიც მათი ყოფილი ბასისტი ჯეისონ ნიუსტედი უკრავს.
სიმღერის ჯერ კიდევ დაუმთავრებელი ვერსიის აღმოჩენამ ინტერნეტში ფაილთა გაზიარების სისტემა ნაპსტერში ადრეულ 2000 წელს გამოიწვია სასამართლო კონფლიქტი ჯგუფსა და ნაპსტერს შორის, რომელსაც შემდგომ კიდევ რამდენიმე შემსრულებელი შეუერთდა. უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
Remove ads
სიმღერების სია
სინგლის ორი ვერსია გამოვიდა: ერთი შეიცავს მხოლოდ სიმღერას, ხოლო მეორეს დამატებული აქვს ამავე სიმღერის ინსტრუმენტული ვერსიაც. კატალოგში მათ სხვადასხვა ნომრები აქვთ.
ინსტრუმენტალთან ერთად
- I Disappear - 4:29
- I Disappear (ინსტუმენტალი) - 4:26
- სინგლში შეცდომითაა აღნიშნული ტრეკების ხანგრძლივობა: 4:26 და 4:32, შესაბამისად.
მხოლოდ სიმღერა
- I Disappear - 4:26
მუსიკალური ვიდეო
სიმღერის მუსიკალური ვიდეო, რომლის რეჟისორია უეინ იშემი, გადაღებულია სან-ფრანცისკოში, კალიფორნია და იუტაში.[2] იგი ასახავს მეტალიკის წევრებს სხვადასხვა სიტუაციებში, რომლებიც აღებულია სხვა ფილმებიდან. კირკ ჰემეტი უდაბნოშია, სადაც მას მისდევს თვითმფრინავი, როგორც ეს ნაჩვეებია ფილმში ჩრდილოეთით ჩრდილო-დასავლეთიდან. ჯეისონ ნიუსტედი ვილაშია, სადაც იგი ებრძვის ასობით ადამიანს, რომლებიც მისი შემხვედრი მიმართულებით მიდიან, მსგავსი სცენაა ფილმშიც ბრაზილია. ჯეიმზ ჰეტფილდი მართავს Chevrolet Camaro-ს 1968 წლის მოდელს, რომლითაც იგი ეშვება ქვემოთ სან-ფრანცისკოს გორაკიდან ქარიშხალისგან თავისდაღწევის მიზნით. ეს სცენა აღებულია ფილმიდან Bullitt. ლარს ულრიხი ხტება შენობის ფანჯიდან, რომელიც ფეთქდება, მსგავსად ფილმისა კერკეტი კაკალი. ამ სცენებს შორის ჯგუფი უკრავს ერთად მაღალი მთის თავზე მთების ველში, იუტა. ასევე არის სცენები ფილმიდან შეუსრულებელი მისია 2, სადაც ნაჩვენებია, როგორ მიცოცავს ტომ კრუზი მთის მწვერვალისკენ. ვიდეოს დასრულებისთვის ავტომობილი, რომელსაც ჯეიმზი მართავდა, გადაეცა მას როგორც საჩუქრი.[3] მოგვიანებით მან ეს მანქანა Hard Rock Cafe-ს აჩუქა შეწირულობის სახით.
Remove ads
პერსონალი
- ჯეიმზ ჰეტფილდი – წამყვანი ვოკალი, რიტმული გიტარა
- კირკ ჰემეტი – წამყვანი გიტარა
- ჯეისონ ნიუსტედი – ბასი, დამატებითი ვოკალი
- ლარს ულრიხი – დასარტყმელი საკრავები
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads