King Nothing

From Wikipedia, the free encyclopedia

King Nothing
Remove ads

King Nothingამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის მეხუთე სინგლი და მეხუთე სიმღერა მათივე 1996 წლის სტუდიური ალბომიდან Load.

სწრაფი ფაქტები სინგლი — მეტალიკა, ალბომიდან Load ...

სიმღერა აშკარა გადახვევაა მეტალიკის თრეშ სტილიდან და აერთიანებს უფრო როკ/მეტალ მიმდინარეობებს. სიმღერა იწყება ბას-გიტარის რიფით, რომელიც შემდგომში გადაიზრდება სიმღერის ძირითად რიფში. სინგლი King Nothing გამოვიდა აშშ-ში და მოიცავს საკონცერტო ვერსიას სიმღერისა Ain't My Bitch, რომლის სტუდიური ვარიანტი შესულია იმავე ალბომში, რომელშიც King Nothing.[2] მალე სინგლს მოყვა მუსიკალური ვიდეოც. გიტარებიცა და ბას-გიტარაც აწყობილია Eb ტიუნინგზე.[3]

სიმღერის დასასრულს გავიგონებთ სიტყვებს „Off to never-never land“, რომელიც აღებულია მეტალიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერიდან Enter Sandman; მსგავსი სტრუქტურა აქვს მთლიანად სიმღერასაც.

სიმღერა არის პიროვნებაზე, რომელიც შეპყრობილია ყველაფრის ფლობის შეგრძნებით.[4][5]

King Nothing-მა გაიჟღერა სოპრანოს კლანის მეორე სეზონის მეცხრე ეპიზოდში.

აშშ-ის ჩარტებში სიმღერამ დაიკავა 90-ე ადგილი ბილბორდის საუკეთესო ასეულში მაშინ, როდესაც ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკების ჩარტში მიაღწია მეექვსე ადგილს.

Remove ads

დემო და მუსიკალური ვიდეო

სიმღერის დემოს ერქვა Load (შესაბამისად ალბომისა, რომელშიც შესულია იგი) და ჩაიწერა 1994 წლის 30 ნოემბერს ლარს ულრიხის სახლში მოწყობილ სტუდიაში Dungeon ჯეიმზ ჰეტფილდისა და ულრიხის მიერ. ოფიციალური მუსიკალური ვიდეო გადაიღეს სოლტ-ლეიკ-სიტიში 1996 წლის დეკემბერში, რომლის პრემიერაც 1997 წლის 17 იანვარს შედგა MTV-ზე. ვიდეოს რეჟისორია მეთ მაჰურინი.[5]

საკონცერტო შესრულება

King Nothing ცოცხლად პირველად შესრულდა 1995 წლის 23 სექტემბერს, Arctic Circle შოუზე ჩრდილოეთ კანადაში, სიმღერებთან Ain't My Bitch და Until it Sleeps ერთად. სიმღერა შესრულდა ასევე ამერიკული მუსიკის დაჯილდოებაზე 1997 წლის 27 იანვარს.[5]

სიმღერების სია

  1. King Nothing - 5:28
  2. Ain't My Bitch (საკონცერტო)[2][6]

პერსონალი

სქოლიო

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads