Lamborghini

From Wikipedia, the free encyclopedia

Lamborghini
Remove ads

ლამბორგინი (იტალ. Automobili Lamborghini S.p.A.) — ძვირადღირებული სპორტული ავტომობილებისა და SUV-ების მწარმოებელი იტალიური ფირმა. მდებარეობს დაბა სანტ'აგატა-ბოლონეზეში, რომელიც ქალაქ ბოლონიას ეკუთვნის. დაბამ სახელწოდება მიიღო წმინდა აგატა სიცილიელის მიხედვით.

სწრაფი ფაქტები ტიპი, დარგი ...

კომპანია 1963 წელს დააარსა ფერუჩო ლამბორგინიმ საკუთარი სატრაქტორო ფაბრიკის – Lamborghini Trattori S.p.A შვილობილი კომპანიის სახით. ლამბორგინი საკუთარ კომპანიას 9 წელი ფლობდა.

ამჟამად კომპანია „ლამბორგინი“ ეკუთვნის „აუდის“, რომელიც, თავის მხრივ, კონცერნ „ფოლკსვაგენის“ შვილობილი კომპანიაა. აღმასრულებელი დირექტირია სტეფანო დომენიკალი[1], რომელიც 2008-2014 წლებში „ფერარის“ გუნდის კაპიტანი იყო ფორმულა ერთში[2].

2001 წელს კომპანიის შტაბბინასთან გაიხსნა ლამბორგინის ორსართულიანი მუზეუმი (Museo Lamborghini)[3], სადაც წარმოდგენილია როგორც უახლესი, ისე ლამბორგინის ვინტაჟური მოდელები. მუზეუმი მდებარეობა ვია-მოდენას 12 ნომერში, დაბა სანტ'აგატა-ბოლონეზეში.

Remove ads

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads