Lucifer Sam
პინკ ფლოიდის სიმღერა From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
„Lucifer Sam“ — მეორე სიმღერა ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სადებიუტო სტუდიური ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn (1967).
Remove ads
მუსიკა და ტექსტი
კომპოზიცია იწერებოდა 1967 წლის აპრილში-ივნისში. იგი აგებულია დამავალ რიფზე და მის ავტორ, სიდ ბარეტის დომინირებად ელექტრონულ გიტარაზე, რომელიც ჟღერს ექოს ეფექტის თანხლებით. ამას ახლავს ორგანისა და პერკუსიის ჟღერადობა.
მიუხედავად იმისა, რომ ტექსტში „ლუციფერი“ ნახსენებია, როგორც კატის სახელი, ამბობენ, რომ საუბარია მამაკაცზე, რომელსაც ურთიერთობა ჰქონდა ბარეტის მეგობარ გოგონა ჯენი სპაირზთან ერთად (რომელიც ტექსტში ნახსენებია, როგორც ჯენიფერ ჯენტლი). თუმცა, ცნობილია, რომ სემი ერქვა ბარეტის შინაურ კატას და სიმღერის პირველი სათაური იყო „Percy the Rat Catcher“ (პერსი ვირთხების დამჭერი).
ჯგუფის მიერ ნომერი 1967 წელს, სტუდიური ჩანაწერის გარდა, სულ ხუთჯერ შესრულდა.
ნომერი 2011 წლის სექტემბერში ჯგუფმა MGMT ჯიმი ფელონის შოუში კამპანიის Why Pink Floyd? ფარგლებში შეასრულა.
Remove ads
პერსონალი
- სიდ ბარეტი — გიტარა, ვოკალი
- რიჩარდ რაიტი — კლავიშებიანი საკრავები
- როჯერ უოტერსი — ბას-გიტარა
- ნიკ მეისონი — დასარტყმელი საკრავები, პერკუსია
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads