M-47 Patton

From Wikipedia, the free encyclopedia

M-47 Patton
Remove ads

M47 Patton — მეორე ამერიკული ტანკი, რომელსაც მიენიჭა სახელი გენერალ ჯორჯ პატონი პატივსაცემად. ტანკი წარმოადგენს M-46 - ის მოდერნიზებულ ვარიანტს რომლის წარმოება დაიწყო აშში 1951 წელს Detroit Tank Arsenal და American Locomotive Co მიერ.

სწრაფი ფაქტები მოდიფიკაცია, საბრძოლო წონა, ტ ...
Remove ads

ისტორია

M47 - ითვლებოდა ამერიკის და ამერიკის საზღვაო ძალების ძირითად ტანკად რომლის უპირველესი მიზეზი M46 Patton და M4 - ი შერმანის ტანკების მთლიანი ჩანაცვლება გარდა ამისა დიდი რაოდენობით გამოიყენებოდა ცივი ომის ამერიკის ორ მოკავშირე ალინსის მიერ ნატოს და სეატოს მიერ,M47 წარმოადგენს ერთადერთ პატონის ტანკს რომელიც არ გამოყენებულა ომში ამერიკის მიერ. წარმოების დაწყებიდან ორ წელიწადში გამოვიდა საფუძვლიანად მოდერნიზებული M-48 და M-60 ტიპის ტანკები რომლებმაც მთლიანად ჩაანაცვლეს M47 ტანკები.

Remove ads

შექმნა

ახალმა ძალოვანმა დანადგარებმა თითქმის მთლიანად მოაგვარა M-26 პერშინგის პრობლემები და სახელი M-46 მიენიჭა თუმცა ამ ვერსიას ბევრი პრობლემა ჰქონდა სწორედ ამიტომაც მის ჩასანაცვლებლად მუშაობა მიმდინარეობდა T42 ტიპის ტანკზე თუმცა კორეის ომმა ცხადყო საჭირო იყო ბევრად უფრო მალე გამოშვება ახალი ტანკის ვიდრე დაგეგმილი იყო,ამიტომაც T42-ზე რომელსაც უამრავი ტექნიკური პრობლემა ჰქონდა და მის გამოსწორებას დიდი დრო სჭირდებოდა,სწორედ ამიტომაც მისი პროექტი შეაჩერეს ხოლო მისი კოშკურა დეტროიტის ქარხანამ M-46 - ის გაუმჯობესებულ შასზე დაამონტაჟეს და შედეგად ახალი ტანკი M47 Patton - ი მიიღეს,რომლის წარმოები 1951 - წელს დაიწყეს. ტანკის მთავარი იარაღი 90მმიანი M36 ქვემეხი იყო რომელზეც დამონტაჟებული M12 ტიპის მანძილმზომი იყო დაყენებული,ხოლო მეორე ხარისხოვანი შეიარაღება 2 ბრაუნინგს ტყვიამფრქვევი იყო,ერთი კოშკურაზე ხოლო მეორე კი შასში,M47 კი იყო ბოლო ამერიკული ტანკი რომელსაც 2 ტყვიამფრქვევი ეყენი,კოშკურა კი შედარებით დიდი იყო ვიდრე M26/M46 ტიპის ტანკების,ასევე კოშკურის ფრონტალური ჯავშანი გაძლიერებული იყო.

Thumb
სომალში განადგურებული M-47
Remove ads

საბრძოლო ისტორია

  • ინდო-პაკისტანის ომი 1965 - გამოიყენებოდა პაკისტანის მიერ
  • ექვსდღიანი ომი - გამოიყენებოდა იორდანიის მიერ
  • კვიპროსის ომი - გამოიყენებოდა თურქეთის მიერ,სულ ბრძოლაში 200მდე პატონი მონაწილეობდა,ერთ ერთი ოპერაციის დროს მოწინააღმდეგემ ხელთ იგდო ერთი M47 ტანკი საბორტო ნომრით 092273 რომელიც შეიარაღებაში 1993 წლამდე დარჩა.
  • ირან-ერაყის ომი - გამოიყენებოდა ირანის მიერ.
  • ქურთისტანის მუშატა პარტიის წინააღმდეგ - 1980-1990 წლის ბოლომდე რის შემდეგადაც M48A5 მთლიანად ჩაანაცვლა M47.
  • ხორვატიის ომი - ხორვატიამ გამოიყენა სერბების წინააღმდეგ თუმცა M47-ის შესაძლებლობები ბევრად ჩამოუვარდებოდა საბჭოთა T54/55 - ს,ამიტომაც ტანკი მალევე ჩამოწერეს და დღეს დღეისობით სამიზნის ფუნქციას ასრულებს


მოდიფიკაციები

  • M47M - პროგრამა რომელიც 1960 წელს დაიწყო ითვალისწინებდა ახალი ძრავის და ცეცხლის მართვის სისტემის გადმოტანას M-60A1 ტიპის ტანკიდან,ასევე მძღოლის ნაკვეთურში დაემატა 90მმ ჭურვების ამუნიცია თუმცა ტანკს არ ხმარობდა აშშ,800მდე ტანკი იწარმოა ირანში და პაკისტანში.
  • M47E - ესპანური - ვერსია M47M - ის
  • M47E1 - ესპანელების მიერ მოდერნიზებული ვარიანტი რომელსაც შეეცვალა ჭურვების შესანახი ადგილი და ეკიპაჟის გამათფობლები.სულ 330 ტანკის მოდერნიზება მოხდა
  • M47E2 - ახალი ქვემეხით Rh-105 105მმ ასევე გაუმჯობესდა FCS (დარჩა ისევ ელექტრო მექანიკული). პასიური ღამის ხედვის ხელსაწყო მძღოლისთვის და მეთაურისთვის.ჩამოიწერა 1993 წელს, სულ 45 დამზადდა.
  • M47ER3 - ესპანური საინჟინრო მანქანა რომელიც 22 ცალი დამზადდა
  • M6 - საინჟინრო ტრაქტორი
Remove ads

ოპერატორები

ყოფილი ოპერატორები

Thumb
გერმანიის სატანკო მუზეომი

იხილეთ აგრეთვე

Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads