MOS Technology 6507

From Wikipedia, the free encyclopedia

MOS Technology 6507
Remove ads

MOS Technology 6507 (იკითხება „ექვსი-ხუთი-ნულ-შვიდი„ ან „სამოცდახუთი-ნული-შვიდი“) — 8-ბიტიანი მიკროპროცესორი, შექმნილი MOS Technology, Inc.-ის მიერ.

Thumb
MOS Technology 6507

ის წარმოადგენს 6502 მიკროპროცესორის ვერსიას, რომელიც მოთავსებულია უფრო იაფ, 28-პინიან DIP კორპუსში, რაც ამარტივებს მის გამოყენებას ჩაშენებულ სისტემებში.[1] პინების რაოდენობის შემცირება მიღწეულია სამისამართო სალტეს 16-დან 13 ბიტამდე შემცირების ხარჯზე, აგრეთვე ამოღებულია ის პინები, რომლებიც არ არის საჭირო ყველა გამოყენების შემთხვევაში.[2] შედეგად, მიკროპროცესორს შეუძლია მხოლოდ 8 კბ მეხსიერების ადრესირება, რაც იმ დროისთვის (1975 წელი) ბევრ შემთხვევაში საკმარისი იყო. პროცესორების მთელი 65xx სერია თავდაპირველად იქმნებოდა მცირე, ჩაშენებულ სისტემებში გამოსაყენებლად და არა ზოგადი დანიშნულების კომპიუტერებში.

აღნიშნულ მიკროპროცესორს გამოიყენებდა 1977 წელს გამოსული ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი სათამაშო კონსოლი Atari 2600.[3]

Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads